“ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, იმედი აქვს, რომ ფაბიან რუისისთვის, “ბარსელონა” და “რეალი” ბოლომდე იბრძოლებენ და “ნაპოლი”, მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს, – ავრცელებს Mundo Deportivo.
“ბარსა” დიდი ხანია ესპანელი ნახევარმცველით ინტერესდება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი, დაკვირვების შესაძლებლობა, პირისპირ მიეცათ. რუისმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მადრიდის “რეალიც” დააინტერესა.
ფაბიან რუისი “ნაპოლიში” “ბეტისიდან” გადაბარგდა, სადაც კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით თამაშობდა. კიკე მას კარგად იცნობს და როგორც ჩანს, ენდობა კიდეც.
“ნაპოლის” პრეზიდენტი, დე ლაურენტისი, ცნობილია როგორც “კარგი ვაჭარი”, მასთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, მით უმეტეს, კორონავირუსის პირობებში, როცა ყველა კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს.
ბოლოს, მსგავსი ყაიდის ნახევარმცველი, რომლისთვისაც “ბარსა” და “რეალი” იბრძოდნენ, ანდრე გომეში იყო, საბოლოოდ “ბარსამ” ჩაიგდო პორტუგალიელი ხელში და ფანებმაც გაიხარეს, მაგრამ გომეშის კატალონური კარიერის შემდეგ, ყველა ამბობდა, ნეტავ “რეალში” გადასულიყოო.
საკითხავია, ფაბიან რუსის მომავალი როგორ განვითარდება.




აუარი
ვან დე ბეეკი მირჩევნია ყველას
ხო თქვენ ბებერ პიანიჩს მიაკვდით და ახალგაზრდა ტალანტები გაატანეთ რეალს
აუარი
ამათ პიანიჩი უნდათ , მოკლევადიანი პროექტი როგორც ყოველთვის
ბუსკეცი კიდევ არანაირადაა ხელშეუხებელი 🙂
ჩემი ხმა ვან დერ ბეკს!
ბუსკეცი და დე იონგი ხელშეუხებლები არიან ცენტრში. აი ის პირველტაიმა ბრაზილიელი მოჯდება სკამზე. რეალურად მაგ ადგილის შემავსებელს ეძებენ. ვნახოთ რა გამოვა
გომეშზე ბევრად კარგია ეს. იმას ბარსას სტილის არაფერი ქონდა. ეს ზედგამოჭრილია, ესპანელი, კარგი პასით, დიდ თამაშებში ყოველთვის ხოდზეა ანუ ფსიქოლოგიურად ძლიერია. ცაციაა და განხვავებული სხვა ჩვენი ნახევარმცველებისგან. კარგი ტრიო იქნებოდა მარა რეალი უნდაო წერენ. სეტიენმა გამოწიოს იქნებ თუ არადა აუარი ვიყიდოთ იქნებ. უფრო იაფი დაჯდება. ლიგაზე არც ერთი იქნება შემდეგ წელს და წასვლა ორივეს ენდომება
ეს უეველი უნდა მოვიყვანოთ ეს დე იონგი ფდა არტური საოცარი ტრიო იქნება