“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რივალდომ, “ლიონის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის, კატალონიურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“ბრუნო გიმარაეში კარგი ფეხბურთელი ჩანს, რომელსაც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში შეუძლია “კამპ ნოუზე” აღმოჩნდეს და მომავალში გუნდის მნიშვნელოვანი წევრიც გახდეს.
მაგრამ “ბარსელონამ” ყურადღება გუნდში თავისუფალი სივრცის შექმნაზე უნდა გაამახვილოს, რათა ახალწვეულებმა რეგულარული სათამაშო დროის მიღება და ადაპტირება შეძლონ.
ფეხბურთელების ყიდვა მხოლოდ ყიდვისთვის, ისე, რომ არ მიექცეს ყურადღება მის სათამაშო სტილსა და “ბარსელონას” სისტემასთან შესაბამისობას, არ შეიძლება. კლუბი ჯერ უნდა დაფიქრდეს და ფეხბურთელი სათანადოდ შეაფასოს.
თუმცა ბრუნო გიმარაეში “ლიონში” აჩვენებს, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია. მას აქვს დრო გახდეს უმაღლესი დონის მოთამაშე”, – რივალდოს სიტყვებს Betfair ციტირებს.
22 წლის ბრუნო გიმარაეში ფრანგულ კლუბს წელს, იანვარში, “ატლეტიკო პარანაენსედან” შეუერთდა. პანდემიამდე მან ყველა ტურნირზე 5 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება.
აუ ამან ხო მოხნა ტვინი ამ ბრაზილოელების პიარით არ გვჭირდება ნახევარ დაცვაში არავინ რა გიმარაეში
გიმარაეში კიარა ტრინკაოს უნდა მისცენ დიდი სათამაშო დრო…ამხელა ტალანტი რომ მოყქვთ გუნდში 5 თამაშში ერთხელ არუნდა გამოიყვანონ სტადიონზე არამედ ყველა თამაშში უნდა ქონდეს მინიმუმ ათი წუთი სათამაშოთ…ძააან მეიმედება ეგ ბიჭი და არ მინდა გაფუჭდეს უთამაშებლობით