workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კიკე სეტიენს ტაქტიკურ მონახაზებზე მუშაობა ისევ შეუძლია, ჯგუფური ვარჯიშის სესიები დაბრუნდა

კიკე სეტიენს ტაქტიკურ მონახაზებზე მუშაობა ისევ შეუძლია, ჯგუფური ვარჯიშის სესიები დაბრუნდა

კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, კიკე სეტიენი ვარჯიშებზე, სათამაშო ტაქტიკური მონახაზების გაუმჯობესებისთვის უკვე მზადაა.

ფეხბურთელებმა ვარჯიში 8 მაისს დაიწყეს და სასურველ ფიზიკურ ფორმას ეტაპობრივად უახლოვდებიან.

მწვრთნელისათვის მთავარი მისია, დაცვიდან შეტევაში ეფექტურად გადასვლაზე მუშაობა და სიტუაციის მყისიერი გამწვავებაა, რომელშიც მეკარემაც შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. კიკეს ასევე სურს, რომ შეტევისა და დაცვის ხაზი ერთმანეთს სწორად აზღვევდეს და რა თქმა უნდა, თამაშის ტემპი გაიზარდოს.

სეტიენი “ბარსელონას” სათავეში იანვარში ჩაუდგა და ფორსირებული გრაფიკის გამო, საკუთარი სათამაშო ფილოსოფია სრულად ვერ დანერგა. მისი მიზანი მეტოქის ნახევარზე ბურთის სწორი კონტროლი, კონტრ-შეტევებისაგან დაცვა და გუნდის მობილურობაა.

ხვალიდან ათკაციან ჯგუფებს ერთმანეთთან ბურთით ვარჯიში შეეძლება და შესაბამისად, “ბარსას” აღნიშნული საფეხბურთო კომპონენტების გაუმჯობესებისათვის მეტი დრო ექნება.

საფეხბურთო სეზონის დროებითმა პაუზამ კლუბზე ნაწილობრივ დადებითად იმოქმედა. გარდა მოსამზადებლად არსებული 5 კვირისა, ლუის სუარესმა, არტურმა და სერჟი რობერტომ ტრავმები მოირჩინეს და ვარჯიშებზე დაბრუნება უკვე მოასწრეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • El pistolero 9
    schedule 23 მაი 2020, 22:57

    მთავარი შეცდომები აღმოუჩენია კიკეს გუნდის თამაშში.იმედია გამოასწორებს კიდეც

  • M10 S9 D11
    schedule 23 მაი 2020, 00:39

    კიკე შენ თუ გუნდს მოხოდავ ლიგის მოსაგებად გაღიარებ