“ბარსელონას” ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, დღეს 33 წლის გახდა.
არტურო 1987 წლის 22 მაისს, ჩილეს დედაქალაქში, სანტიაგოში დაიბადა, პროფესიონალური კარიერა კი “კოლო-კოლოში” დაიწყო, სადაც 2005-2007 წლებში თამაშობდა.
2007 წელს ვიდალმა გერმანიას მიაშურა და 2011 წლამდე “ლევერკუზენის” ღირსებას იცავდა, 2011 წლის ზაფხულში ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა, სადაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები გაატარა.
2015 წელს, მიუნხენის “ბაიერნმა” ვიდალი საკმაოდ სოლიდური თანხის (37 მლნ + ბონუსი) სანაცვლოდ შეიძინა, ჩილელმა გერმანიაში სამი სეზონი გაატარა, 2018 წლის აგვისტოში კი “ბარსელონას” მოთამაშე გახდა.



გილოცავ,ისე ძალინ მაგარი ჟილკიანი ფეხბურთელია
გილოცავ "ნაჯახო", ნეტა შენი ჟილკა გადაედოს 3-4 ფეხბურთელს და ტრიპლეტს დავდებთ მომავალ წელს.
გილოცავ იმპერატოროო