ზაფხულში “ბარსელონას” შემადგენლობაში თავს 35 ფეხბურთელი მოიყრის

ზაფხულში “ბარსელონას” შემადგენლობაში თავს 35 ფეხბურთელი მოიყრის

Mundo Deportivo “ბარსელონას” 2020-2021 წლების პოტენციურ შემადგენლობას გვთავაზობს, რომელიც Tribuna.com-მა დეტალურად განიხილა.

რატომ არის “ბარსას” შემადგენლობა გადატვირთული?

კატალონიურ კლუბში, მომავალი ზაფხულისათვის, “ლა მასიელების”, განათხოვრებულებისა და ახალწვეულების ჩათვლით, თავს 35 ფეხბურთელი მოიყრის. თანაც, აქედან ლა ლიგაზე თამაშის უფლება მხოლოდ 25 მოთამაშეს ექნება.

ამჟამად, პირველ გუნდში, ფრანსიშკუ ტრინკაუსა და მატეუს ფერნანდესის ჩათვლით, 19 მოთამაშე ირიცხება; “ბლაუგრანას” ამ მომენტისთვის იჯარით გაშვებული 9 ფეხბურთელი ჰყავს. აღნიშნული მოთამაშეებიდან გამოსარჩევი მარკ კუკურელიაა, რომელიც ნაწილობრივ “ხეტაფეს” საკუთრებაა, თუმცა კლუბს მისი დაბრუნება შეუძლია;

გარდა ამისა, “ბარსა ბ-ს” 8 ფეხბურთელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და, შესაძლოა, დააწინაურონ; საერთო ჯამში, კატალონიური გრანდის მომავალი სეზონის შემადგენლობაში 4 ჯგუფი იკვეთება:

  1. პირველი გუნდი,
  2. განათხოვრებულები,
  3. ახალწვეულები
  4. სარეზერვო გუნდის მოთამაშეები.

რომელი ფეხბურთელები ქმნიან შესაბამის ჯგუფებს?

პირველი გუნდი

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ნეტუ; სერჟი რობერტო, ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი, კლემან ლანგლე, ჟორდი ალბა, ჟუნიორ ფირპო; სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, ივან რაკიტიჩი, არტურ მელო, არტურო ვიდალი; ლიონელ მესი, ლუის სუარესი, უსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი, მარტინ ბრაითუეიტი;

ახალწვეულები

მატეუს ფერნანდესი და ფრანსიშკუ ტრინკაუ;

განათხოვრებულები

მუსა ვაგე, ჟან-კლერ ტოდიბო, ხუან მირანდა, პედრი, ორიოლ ბუსკეტსი, კარლეს ალენია, რაფინია ალკანტარა, ფილიპე კოუტინიო;

ბარსა ბ

ინიაკი პენია, არაუხო, მონჩუ, რიკი პუჩი, კოლიადო, ანსუ ფატი.

რა შეიძლება შემადგენლობის შესამცირებლად გაკეთდეს? მოსალოდნელია, რომ მუსა ვაგე, რაფინია და ტოდიბო “კამპ ნოუზე” დაბრუნებისთანავე კლუბს დატოვებენ; სარეზერვო გუნდის მოთამაშეები, პლეი ოფის წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, “ბარსა ბ-ში” დაბრუბდებიან.

Mundo Deportivo “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ამჟამინდელ წევრებს მომავალს არ უწინასწარმეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ცნობებით, კორონავირუსის პანდემიის მიყენებული ზარალის გამო, შესაძლოა, თითქმის ყველა მოთამაშე სატრანსფერო ბაზარზე დააყენონ (ლეო მესის, ტერ შტეგენისა და დე იონგის გარდა).

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nikusha
    22 მაი 2020, 16:11

    ციტატა: M10 S9 D11
    მეკარე: შტეგენი პენია

    დაცვა: სემედუ პიკე რომანიოლი/შკრინიარი ალბა დესტი ტოდიბო ლენგლე გრიმალდო/კუკურელია

    ნახევარ დაცვა: არტური დე იონგი კოუტინიო პიანიჩი ბუსკეცი პუჩი

    შეტევა: მესი სუარესი გრიზმანი ტრინკაო ბრაიტვაიტი დმებელე

    მშვენიერი კამანდაა


    პიანნიჩი თუ არ მოვა არტურო მშვენიერი ზამენაა და პუჩის ნაცვლად ალენია

    ტერ შტეგენი/პენია
    დესტი/ემერსონი-პიკე/არაუხო-ლენგლე/უმტიტი-ალბა/კუკურელია
    არტური/არტურო ვიდალი/მონჩუ-დე იონგი/ბუსკეტსი-კოუტინიო/ალენია/ს.რობერტო
    მესი/ტრინკაო-სუარესი/გრიზმანი/ლაუტარო-დემბელე/კოლიადო/ანსუ ფატი

  • M10 S9 D11
    22 მაი 2020, 10:33

    მეკარე: შტეგენი პენია

    დაცვა: სემედუ პიკე რომანიოლი/შკრინიარი ალბა დესტი ტოდიბო ლენგლე გრიმალდო/კუკურელია

    ნახევარ დაცვა: არტური დე იონგი კოუტინიო პიანიჩი ბუსკეცი პუჩი

    შეტევა: მესი სუარესი გრიზმანი ტრინკაო ბრაიტვაიტი დმებელე

    მშვენიერი კამანდაა

  • Pablos ar abia
    22 მაი 2020, 10:28

    ლოლ ღადაობაა

  • M10 S9 D11
    22 მაი 2020, 10:25

    გასაყიდი: ნეტუ უმტიტი ფირპო რაკიტიჩი ვიდალი ვაგე მირანდა ორიოლ ბუსკეცი ალენია რაფინია
    დასაწინაურებელი: პენია და პუჩი
    ბარსა ბ-ში:
    იჯარა: მატეუს ფერნანდესი
    დასაბრუნებელი: კოუტინიო ტოდიბო
    მოაყვანი: დესტი რომანიოლი/შკრინიარი პიანიჩი გრიმალდო ან კუკირელია დასაბრუნებელი

  • barcelona87
    22 მაი 2020, 00:33

    უკვე 22 მაისია,დღეს არტურო ერასმო ვიდალ პარდოს დაბადების დღეა.ის 33 წლის გახდა.