“ბარსელონას” პრეზიდენტობისათვის ახალი კანდიდატი ჰყავს – ესპანელი ბიზნესმენი, ლუის ფერნანდესი კლუბში განსაკუთრებული გეგმებით მოდის.
“საქმისადმი ვალდებულებითა და თავის მიძღვნით, ამ პროექტში მთელ ჩემს გულს ჩავდებ”.
ლუისს სჯერა, რომ “ბლაუგრანაში” ყველა წევრი კატალონიისადმი სიყვარულით არის განმსჭვალული. ასევე, კანდიდატი ფიქრობს, რომ “ბარსას” ცვლილებები ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს – “კლუბში სიახლის ნაკლებობაა და ამის შეცვლა მარტივად შეგვიძლია. ვფიქრობ, კლუბს ერთიანობა აკლია და ზუსტად ის ადამიანი ვარ, ვინც ყველაფერს ერთ მუშტად შეკრავს.
სპორტული თვალსაზრისით, “ლა მასიას” მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, ძვირადღირებული ფეხბურთელების ყიდვა და იაფად გაყიდვა შევწყვიტოთ”, – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Cadena SER.
ლაპორტა უნდა მოვიდეს!!!
კიდე ბიზნესმენი გვაკლია კლუბში?
Amazea natqvami shen ro dzala gaqvs ybashi neta is momca mklavshio. Sad naxet ra suratia.
ლაპორტა ყველას მირჩევნია,ორჯერ ააშენა მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და მესამედაც მოახერხებს.