workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
4 რამ რაც, ნეიმარისაგან განსხვავებით, დემბელეს შეუძლია

4 რამ რაც, ნეიმარისაგან განსხვავებით, დემბელეს შეუძლია

“ბარსა” ნეიმარის შეძენას ამ ზაფხულში შეეცდება, თუმცა, ბრაზილიელის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, კლუბს ოპტიმიზმის საფუძველი მაინც შეიძლება ჰქონდეს. უსმან დემბელეს ჯერ კატალონიელებისთვის დასამახსოვრებელი მომენტები არ შეუქმნია, მაგრამ მასზე იმედების დასამყარებლად რამდენიმე მიზეზი ისევ არსებობს.

ახალგაზრდული ასაკი

დემბელე 23 წლის დღეს გახდა, ნეიმარი კი მასზე 5 წლით უფროსია. 

იმ შემთხვევაში, თუ დემბელე ტრავმიანობის სენს საბოლოოდ მოიშორებს და 2020-21 წლების სეზონში სრულად ითამაშებს, შესაძლოა, მისთვის მთავარი გარდამტეხი ეტაპი დადგეს და კარიერის პიკში, საუკეთესო ფორმაში შევიდეს. რაც შეეხება “ნეის”, ის უკვე 28 წლისაა და კარიერის საუკეთესო წლები უკვე უკან აქვს მოტოვებული. ასევე უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელიც, უსმანის მსგავსად, ტრავმებისკენაა მიდრეკილი.

მრავალმხრივობა

ნეიმარის “კამპ ნოუზე” დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად გვეცოდინება პოზიცია, სადაც ბრაზილიელი ითამაშებს. მარცხენა ფლანგი ბრაზილიელის გამოკვეთილი ადგილია, საიდანაც თამაშს ამწვავებს. მაშინ, როცა დემბელე გაცილებით მრავალმხრივი პროფილის მოთამაშეა. ფრანგს ორივე ფეხით თამაში კარგად გამოსდის, შესაბამისად, მას როგორც მარცხენა, ისევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში. თუ მესი არ იქნება, მას მარჯვნივ შეუძლია დადგეს, გრიზმანის არყოფნის შემთხვევაში კი – მარცხნივ.

თავმდაბლობა

ნეიმარმა “ბლაუგრანა” მესის ჩრდილში ყოფნის გამო დატოვა, დემბელეს ასეთი მიზეზი ძნელად წარმოსადგენია ჰქონდეს. ფრანგი ფეხბურთელისთვის მოედანზე ნომერ პირველი ვარსკვლავობა არაა მთავარი ვალდებულება. უპირველესად, მან საკუთარი საქმე უნდა შეასრულოს და გუნდს ეს ყოველივე თავისთავად წაადგება.

პოზიციების შერჩევა

ნეიმარმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ თამაში უფრო უკნიდან, მოედნის ცენტრთან ახლოს დაიწყო. ეს დაახლოებით იგივეა, რასაც მესი “ბარსელონაში” აკეთებს. ორი ასეთი ფუნქციების მქონე ფეხბურთელის ერთად თამაში ტაქტიკური შეცდომა იქნება, რადგანაც შეტევაში მეტი თავისუფალი სივრცეა საჭირო.

ამჟამად გუნდში გარემარბი მხოლოდ დემბელეა, შესაბამისად, თუ ნეიმარი თავის ძველ პოზიციაზე დაბრუნებას არ დათანხმდება, მისი გუნდში მოსვლა არაეფექტური იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • JUZI
    schedule 16 მაი 2020, 16:03

    ციტატა: LM10TheLegend
    მათი შედარებას კი სირცხვილია დემბელე ნეიმარის დონემდე ვერასდროს მივა და მას არასდროს მოიხსენიებენ დიდ ფეხბურთელად პ.ს ტრამვების მიღებაშიც ჯობის ბევრად 😂 😂


    👍 👍 👍

  • LM10TheLegend
    schedule 16 მაი 2020, 11:45

    მათი შედარებას კი სირცხვილია დემბელე ნეიმარის დონემდე ვერასდროს მივა და მას არასდროს მოიხსენიებენ დიდ ფეხბურთელად პ.ს ტრამვების მიღებაშიც ჯობის ბევრად 😂 😂

  • rivaldo80
    schedule 16 მაი 2020, 03:19

    ჰაჰაჰაჰააააა ნეიმარს ნახევარი მოედანი დაზდევდა რომ ბურთი წაერთვათ ამის ხელა როცა იყო რა ყმემბელე ჰაჰაჰაააა ნაკრებში ყველაზე აზალგაზრდა იყო ყველაზე მეტი გოლით ბრაზილის ისტორიაშიი…მაგრად ტეხავს ეს სტატიაა ნუ დააცინინებთ თაავს…..

  • katalomia
    schedule 16 მაი 2020, 02:39

    Mesmis da gasagebia is ro fexburti didi xania ar gviyurebia, (am dasawvavi virusis gamo) mara im doneze ar miuyvanivar am ufexburtobas ro dembo neis shevadaro (jer yovelshemtxvevashi) Yvelafris miuxedavad momwons dembo, magram cota ar iyos "texavs" Nemostan shedareba.

  • Lasho
    schedule 16 მაი 2020, 02:22

    ნეიმარის მოსვლა რო უფრო გვაწყობს ორი აზრი არაა მაგაზე.. მარა ჩემზე რო იყოს არცერთს დავიტოვებდი.. დემბელე ფაფხურაა და არმაქ მაგის იმედი.. ყველაფერიაქ ტვინის გარდა.. ნეიმარის შემთხვევაში კი ასაკია პრობლემა.. მაქსიმუმ 3 სეზონი ითამაშოს ნეიმარმა კიდევ მაღალ დონეზე..

  • Kingleo10M
    schedule 16 მაი 2020, 01:08

    1) ცუდად თამაში
    2) არაზუსტი პასები
    3) გამაზვა
    4) ფიფას თამაში

  • ika9101
    schedule 16 მაი 2020, 00:44

    მოდი ვაღიაროთ რომ 150 მილიონამდე დოლარი დემბელეში არის გადაყრილი ფული და რეალურად რაფინია უკეთესია ვიდრე ეს დებილი. პლიუს მაგას ნაგავი კოუტინიო, გრიზმანი და კიკე სეტიენი. მორჩა ბარსას ხანა და მორჩა მესი რონის ეპიქა და მგონი ფეხბურთიც მორჩა ამის დედდდდდდც….

  • Anssumane
    schedule 16 მაი 2020, 00:12

    ციტატა: M10 S9 D11
    ნეიმარამდე ბევრი უკლია დემბელეს


    მართალიხარ და ამ სტატიის ავტორი აშკარად დემბელეს ფანია

  • Barca_MNS
    schedule 15 მაი 2020, 23:18

    ციტატა: uncrowned king
    4 რამ რაც ნეიმარზე კარგად ამ ბალბის მპუტავს შეუძლია არის
    1 იცხოვროს მაქსიმალურად არასპორტულად
    2 აგვიანოს ვარჯიშებზე
    3ითამაშოს ფლეისთეიშენი
    4 იქროს ტრამვატოლოგ გამობმულმა


    ვის ვის და ნეიმარს არ შეუძლია თქვას მე ვინმეზე დისციპლინებული ვარო ;დ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 15 მაი 2020, 23:00

    დემბო ძალიან მომწონს,მაგრამ ნეიმარი სხვა დონეა.ამ ეტაპზე მათი შედარება არ შეიძლიბა,თუმცა დემბოს იმედი მაქვს.

  • M10 S9 D11
    schedule 15 მაი 2020, 22:15

    ნეიმარამდე ბევრი უკლია დემბელეს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 მაი 2020, 21:40

    აქედან არცერთი არაა დემბელეს პლუსი ნეიმართან მიმართებაში :დ ამჟამად ყველაფერში სჯობს ნეიმარი ასაკის გარდა