ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდული (სარეზერვო) გუნდების სია შეადგინა, რომელსაც “ბარსელონა” ლიდერობს. იტყობინება, AS.
“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობის ფასი 34,03 მილიონი ევროა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
სიაში მეორე ადგილი დაიკავა “კასტილიამ” (“რეალის” სარეზერვო გუნდი) 30,45 მილიონი ევრო, შემდეგ “ატლეტიკო” (16,73), “რეალ სოსიედადი” (7,35) და “ატლეტიკი” (6,95).
სიაში უკანასკნელ ადგილს “ლეგანესი” იკავებს, რომლის სარეზერვო გუნდი 800 ათას ევროდ შეფასდა.




აზრი მაინც არავის ათამაშებენ ფატის გარდა შემადგენლობა კიდე ძაან დაბერებული გვყავს გუნდის ბირთვი 30+ წლის არი