თითქმის ორთვიანი მოლოდინი დასრულდა – “ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა.
“ბლაუგრანას” ფეხბურთელები გუნდის საწვრთნელ ბაზაზე დღეს დილით გამოცხადდნენ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მათ არც გასახდელით უსარგებლიათ და არც საშხაპით. მოთამაშეები ბაზაზე სავარჯიშო ფორმებით მივიდნენ და პირდაპირ მოედანს მიაშურეს.
Sport-ის ცნობით, ვარჯიში 3 ჯგუფად, დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.
