მესის უფეხბურთობა არ უყვარს. მისთვის მოედანზე ყოფნა და “ბლაუგრანას” მაისურით თამაში ნამდვილი ვნებაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არგენტინელი საფეხბურთო სეზონს მაისში ასეთი დასვენებული არასდროს შეხვედრია. გარდა იმ ორთვიანი პაუზისა, რაც კორონავირუსულმა პანდემიამ გამოიწვია, ლეომ, კუნთის ტრავმის გამო, სეზონის დასაწყისიც გამოტოვა. ბოლო მატჩი მან 7 მარტს, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართა. საბოლოო ჯამში მას 2019 წლის მეორე ნახევრიდან სულ 4 თვე გაუცდა. 32 წლის ასაკში მისთვის ამგვარი დასვენება იმდენად იდეალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისეთი ძლიერი მესი ვიხილოთ, როგორიც აქამდე არ გვინახავს.
“ბარსას” ათიანმა წელს 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებში დროებით დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო კოპა დელ რეიდან ნაადრევ ეტაპზე, მეოთხედფინალიდან, გამოვარდა. ვირუსული ეპიდემიის გამო, მას არც “ნაპოლისთან” განმეორებითი შეხვედრაში თამაში დასცალდა. საერთო ჯამში მესიმ ლა ლიგის საწყისი 5, ჩემპიონთა ლიგის 1 და ასევე ესპანეთის თასის 1 თამაში გამოტოვა. მიუხედავად საკმაოდ დიდი გაცდენილი დროისა, ლეომ 24 გოლის გატანა მაინც მოახერხა.
71 დღე უთამაშებლად
2019 წლის 6 ივლისიდან, როდესაც არგენტინელი კოპა ამერიკის მესამე ადგილისათვის მატჩში, ჩილესთან გააძევეს, დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩამდე მესის 71 დღიანი უთამაშებელი პერიოდი დაუგროვდა. ამის მიზეზი 5 აგვისტოს წინასასეზონო მატჩისთვის ჩატარებულ ვარჯიშზე მიღებული ტრავმა იყო. ამ ტრავმისა და ამერიკული ტურნეს გამოტოვების შესახებ კაპიტანმა სოციალური ქსელით გვამცნო:
“სამწუხაროდ, გარკვეული უიღბლობა შემემთხვა, რის გამოც ცოტა ხნით დაგტოვებთ.”
17 სექტემბრიდან კორონავირულ შეჩერებამდე მას მხოლოდ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია, მათ შორის იყო “ინტერთან” სტუმრად ჩატარებული მატჩი, სადაც “ბარსას” მერვედფინალში პირველი ადგილით გასვლა უკვე განაღდებული ჰქონდა და კოპა დელ რეის საწყისი ეტაპის მატჩი “იბიცასთან”, რომელშიც ლეოს მონაწილეობა აუცილებელი საერთოდ არ გახლდათ.
3 თვე მატჩის სრულად ჩაუტარებლად
პირველი სრულფასოვანი შეხვედრა ლეომ 2 ოქტომბერს, “ინტერის” წინააღმდეგ, “კამპ ნოუზე” ჩაატარა. ხოლო, მანამდე ჯერ კიდევ 2 ივლისს, კოპა ამერიკის ნახევარფინალში, ბრაზილიის წინააღმდეგ. მას შემდეგ იგი, როგორც ვახენეთ, მატჩის 36-ე წუთზე ჩილესთან გააძევეს, ხოლო იქიდან მოყოლებული, ძირითადად ტრავმებისა და რეაბილიტაციის გამო, 90 წუთის მინდორზე გატარებას ვერ ახერხებდა.
2 თვე კორონავირუსული ეპიდემიის გამო
ახლა კი, მისი თანაგუნდელებისა და მეტოქეების მსგავსად, მას 7 მარტის შემდეგ არ უთამაშია. უკანასკნელი მატჩიდან 61 დღე გავიდა, მაგრამ ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი ჯერაც არაა ცნობილი.
საბოლოო ჯამში მესის საზაფხულო შვებულებიდან მოყოლებული უფეხბურთოდ ყოფნა ორჯერ, ჯერ 71, ხოლო შემდეგ 61 დღის განმავლობაში მოუწია. ეს ყოველივე კი იმას ნიშანვს, რომ მიუხედავად ასაკისა, მას დასასვენებლად საკმაო დრო ჰქონდა და სრული ძალებით თამაში დანამდვილებით შეეძლება.

ბართომეუს გავრცელებულია ეს ვირუსიო პერესი იძახის
ისე როგორ უნდა თქვა მაგრამ ეს სიტუაცია საფეხბურთო კუთხით ბარსას მაგრად გამოადგა. მესი ვერ იყო ფორმაში და თან მცირე ტრავმაც ჰქონდა. იქეთ სუაც მომჯობინდა თორემ იმ გუნდით მაქსისმუმ ლალიგაში მეორე ადგილი და ლიგაზე შესაძლოა ნაპოლს გაეგდო.
დასვენებული მესი სეზონის მეორე ნახევარში იიიფ მიდი ლომო წამოიცვი ცაციაზე მთელი საფეხბურთო სამყარო