კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კიკე სეტიენი არტურს სასტარტო შემადგენლობის წევრად ვერ ხედავს. გავრცელებული ჭორების თანახმად, სეზონის დარჩენილ ნაწილში “ბარსელონას” ნახევარდაცვას სერხიო ბუსკეტსი, ივან რაკიტიჩი და ფრენკი დე იონგი დააკომპლექტებენ.
ამავე წყაროს მიხედვით, სეტიენისთვის მისი გუნდის თამაშის ხარისხი ყველაზე მეტად მოსაწონი მადრიდის “რეალთან (0-2 მარცხი), ბილბაოს “ატლეტიკთან” (0-1 მარცხი) და “ლევანტესთან” (2-1 გამარჯვება) იყო.
ახალი მწვრთნელის მოსვლიდან არტურმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ იყო. მიუხედავად არცთუ ისე დიდი სათამაშო დროისა, მან 2 გოლის გატანა მაინც მოახერხა.
უნდა ითქვას ისიც, რომ არტურს საზარდულის ტრავმა აწუხებდა და შეზღუდული დროის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
არტურის თერთმეტეულს მიღმა დარჩენის ამბავი საკმაოდ არასათანადო დროს გავრცელდა, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, “იუვენტუსი” ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატებას აქტიურად ცდილობს და “ბარსას” მის სანაცვლოდ მირალემ პიანიჩსაც სთავაზობს.
მიმდინარე სეზონში არტურმა, ჯამში, 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 100%-ით მზად ყოფნის შემთხვევაში, ის მოედანზე “ბარსასთვის” ნამდვილად საკვანძო მოთამაშეა.




Es erterti vigac bodiala kosazrebaa kikes arasdros utqvams rom mis grgmebshi ar shedis piriqit izacda rom sakvanzo fexburtrls cxedav masshio..
ჩვენ რო გვინდოდეს 23 წლის უნიჭიერესი და გუნდის სტილთან შესაბამისი ნახევარმცველი და ვცვლიდეთ 30 წლის კაცში რომელმაც ამოწურა პიკი კაი 30 მილიონის დამატებას მოგვთხოვდნენ. მარა ბართOმეუ ხო "ჯიგარი კაცია" და მზადაა გაუცვალოს ან ფულიც აქეთ დაუმატოს
ვალვერდეს დატოვება ჯობდა ამ კაცს ნაღდად. ფატისაც მეტი დრო ექნებოდა, პერესიც არსად წავიდოდა და არტური ძირითადის კაცი იქნებოდა
ამან ხომ არ ჩაალაღლაღა არტური ძირითადის იგროკი უნდა იყოს რეებს ბოდიალობს ეს კაცი
Es jobia wavides da tavis dzroxebs mixedos xo xedavs arsheudzlia amxle gundis mwvrtneloba
უნდა გამონახოს უეჭველი
სეტიენი ხომ არ აჩუკენებს? ეს თუ არაა სასტარტოს წევრი აბა სხვა ვინაა? რა რაკიტიჩი და რა ვიდალი
ვეთანხმები ამ შემთხვევაში სეტიენს