ბოლო დროს საიტის რედაქციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უზრუნველყო ის, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის სტაბილურად მოწოდების პრობლემა აღმოიფხვრა. ჩვენი მიზანი, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველა ინფორმაცია, რაც “ბარსელონას” შესახებ ვრცელდება, ნაწილობრივ, მიღწეულია.
თუმცა, ამან წარმოქმნა ახალი პრობლემა – საიტი ბევრი ნაკლებად მნიშვნელოვანი ნიუსით გადაიტვირთა. ამ 2 საკითხის ერთობლივად მოგვარების მიზნით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: ამიერიდან, ჩვენს საიტზე, ცალკე ნიუსების სახით, განთავსდება ის მასალები, რომლებსაც ჩვენი ჟურნალისტები მეტნაკლებად საინტერსოდ ჩათვლიან. ხოლო არაფრით გამორჩეული ინფორმაცია, მათ შორის უაზრო სატრანსფერო ჭორები, მოექცევა ჩვენს ახალ რუბრიკაში – “ფოკუსს მიღმა”. ამ რუბრიკას შემოგთავაზებთ ყოველი დღის ბოლოს და მასში შევა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ფოკუსის მიღმა დარჩა და რომელიც უინტერესოდ ჩავთვალეთ. ასე მივაღწევთ იმას, რომ ჩვენს მომხმარებლებს “ბარსელონას” შესახებ გავრცელებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდით, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი და უინტერესო ამბებით არ გადავტვირთავთ.
ამ სიახლის წყალობით, ჩვენი ჟურნალისტები დაზოგავენ დროს, რომელსაც შედარებით საინტერესო მასალების უკეთ მომზადებისთვის გამოიყენებენ, თქვენ კი უამრავ უინტერესო ნიუსს შორის თქვენთვის საინტერესოს დიდხანს ძებნა აღარ მოგიწევთ.
უახლოეს მომავალში, კიდევ ერთ და უფრო საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ 😏

კარგი გადაწყვეტილებაა
👍👍👍👍👍👍👍
ძაან გთხოვთ ესეც გამოასწორეთ.აი როცა მომხმარებლებს დიალოგი აქვთ საიტზე და შენ ქვევით ჩასქროლავ იგივე კომენტარი და იგივე დიალოგი გხვდება ოღონდ უკანასკნელი მინაწერის გარეშე და ძაან დამღლელია.ფეისბუქის ფორმატით ქენით.
და ბოლოს კიდე ერთხელ მადლობა იმ ყველაფრისთვის რასაც ჩვენი საყვარელი გუნდის და ჩვენი მისი ფანებისთვის აკეთებთ
თავიდან, როდესაც ლაიქი დავამატეთ, გვქონდა დისლაიქიც, რამაც მასიური უკმაყოფილება გამოიწვია და იძულებულები გავხდით მხოლოდ ლაიქი დაგვეტოვებინა.
უახლოეს მომავალში, მსგავსი საკითხების საჯაროდ განსახილველად მეტი საშუალება გვექნება და ისე გადავწყვეტთ, როგორც მომხმარებლებს მოუნდებათ 🙂
ასევე კარგი იქნება უაზრო კომენტარების წერას და კამათს ხოლმე ლაიკთან ერთად დიზლაიკიც რომ დაამატოთ მშვენიერი იქნებოდა ეს მარტო ჩემი აზრი არაა ასე ფიქრობს აქ აბსოლუტური უმრავლესობა და იმედია ამას გაითვალისწინებთ
და ბოლოს კიდე ერთხელ მადლობა იმ ყველაფრისთვის რასაც ჩვენი საყვარელი გუნდის და ჩვენი მისი ფანებისთვის აკეთებთ
ბრავო.მართლაც რომ წინ გადადგმული ნაბიჯია თქვენი მხრიდან <3 <3
ძალიან კარგია!
მშვენიერი გადაწყვეტილებაა ყოჩაღ
ძალიან კარგია მადლობა ადმინებო