“ბარსელონა” “ნაპოლის” ნახევარმცველით, ფაბიან რუისით ინტერესდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იტალიური კლუბი კატალონიელებს ესპანელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მოსთხოვს.
როგორც ცნობილია, “ბარსა” მზადაა ხორვატი ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩი გაუშვას, 24 წლის მოთამაშე კი სწორედ მის შემცვლელად განიხილება.
წყარო დასძენს, რომ კიკე სეტიენს “ბლაუგარანას” რიგებში რუისის ხილვა ძალიან სურს. შეგახსენებთ, ისინი ერთად “ბეტისში” მუშაობდნენ.
დღესდღეობით, ფაბიანი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველია. მიმდინარე სეზონში, ესპანელმა, ჯენარო გატუზოს გუნდის შემადგენლობაში, 32 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, “ბლაუგრანას” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. წასვლის კანდიდატებს შორის შემდეგი მოთამაშეები არიან: ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი, უსმან დემბელე, რაფინია ალკანტარა, ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი.




რაკეტა ვიდალი და რაფინია რო გაყიდონ მაქსიმუმ 10 მილიონის დამატება მოუწიოთ და იყიდიან მაგ ბიჭს ასევე პუჩიც დააწინაურონ და ალენია ან ორიოლი რომელიმე დააბრუნონ
რუისი ყველაზე მეტად გვჭირდება ჩემი აზრით
ნორმალური ფასია რამე რო იყოს კიდე დააკლებენ