არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რობერტო აბონდანსიერიმ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესის ვარჯიშები გაიხსენა.
“ამას რა დამავიწყებს. დიახ, მას ვარჯიშის დროს ყველაზე მეტი დარტყმა ჰქონდა. რა თქმა უნდა, მე ვერ ვჯობნიდი. ის უფრო ბრაზილიელს ჰგავდა, ვიდრე არგენტინელს.
როცა ვარჯიშისთვის განკუთვნილ დროს გადავამეტებდით, ლეო აუცილებლად იქ რჩებოდა. ის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ახლაა, უბრალოდ, ნაკლები გამოცდილება ჰქონდა”. – თქვა რობერტომ.
გერმანიაში გამართულ მუნდიალზე, რომელიც იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, არგენტინამ მეოთხედფინალს მიაღწია და მასპინძელ გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა. “ბარსელონას” მომავალი ლიდერი ამ ტურნირზე არგენტინელთა შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამხრეთ ამერიკული ქვეყანა მსოფლიო თასზე წარადგინა.
ოხ მესი შენი პატრიოტი კეთილები და კარგები წასულიყავი ესპანეთში