workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესის გაყიდვის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ლუის სუარესის გაყიდვის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბოლო პერიოდში, ურუგვაელის გუნდიდან წასვლის შესახებ რამდენიმე ჭორი გავრცელდა. მათ შორის უკანასკნელი ლუის სუარესის “სან ლორენცოში” ტრანსფერს უკავშირდებოდა. “ბარსას” თავდამსხმელის პროდუქტიულობამ ასაკის მატებასთან ერთად იკლო. გარდა ამისა, ტრავმებიც აწუხებს. ლუისის წასვლა ნაკლებად სავარაუდოა,  თუმცა, შესაძლოა, მის ტრანსფერს უარყოფითთან ერთად, დადებითი მხარეებიც ჰქონდეს.

დადებითი

1) ურუგვაელი უკვე 33 წლისაა და კარიერის პიკი წარსულში მოიტოვა.

2) პანდემიის გამო კლუბმა ფინანსურად საკმაოდ იზარალა. კატალონიელებს დეფიციტის აღმოსაფხვრელად ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდებათ, მათ შორის საკვანძო მოთამაშეებისაც.

3) სუარესის დიდი ხელფასის თავიდან არიდება “ბარსას” ფინანსურად წაადგება.

უარყოფითი

1) “ელ პისტოლერო” გუნდში საუკეთესო თავდამსხმელია. ჩატარებულ 23 შეხვედრაში შედეგიანობით იგი მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება. სუარესის ანგარიშზე 14 გოლთან ერთად, 11 საგოლე გადაცემაა.

2) სამწვრთნელო შტაბი სუარესს შემადგენლობის უმნიშვნელოვანეს წევრად მიიჩნევს. იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც.

3) ურუგვაელის გაყიდვა მესიზე ცუდად იმოქმედებს. ისინი საკმაოდ ახლო მეგობრები არიან და უკვე დიდი ხანია ეს ურთიერთობა აკავშირებთ.

ჯერჯერობით უცნობია, ფიქრობს თუ არა ლუისი “ბარსელონას” დატოვებაზე. მას კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას კლუბში დარჩენა 2022 წლამდე შეეძლება. 

RAC1-თან მიცემულ ინტერვიუში ურუგვაელმა საკუთარ მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთა:

“რასაკვირველია, კარიერის აქ გაგრძლება მსურს, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული არაა. კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, თუ მომდევნო სეზონში მატჩების 60%-ში მივიღებ მონაწილეობას, 2022 წლამდე ისევ “ბარსაში” თამაშს შევძლებ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Iniesta_8
    schedule 03 მაი 2020, 13:19

    ამასაც თუ გაყიდიან და დემბელეს ნაირ შემცვლელს მოიყვანენ ვაბშე ჩაეჯმება ხასიათში ლეოს და დაიკიდებს ვაბშე თამაშს. მოტივაციის ნაკლებობა უკვე ეტყობა განსაკუთრებით ლა ლიგაში და კოპაზე

  • Don_Andresito
    schedule 03 მაი 2020, 05:55

    ვითომ დადებითი სისელელეა ყველა. დღემდე საუკეთესო 9 ია ბარსასთვის მაინც

  • Bakero
    schedule 03 მაი 2020, 01:21

    გასაგებია რომ წავა დრო თავისას იზავს მაგრამ ერთ სეზონს კიდევ გაქაჩავს აი მერე რა გვეშველება ? როგორ გინდა იპოვო ისეთი ცენტრი დღეს ბარსას რომ მოერგოს ! და ყველაზე მთავარი მესის ფაქტორი! როგორც ნეიმარი " შეცვალეს " ისე " შეცვლიან " სუარესსაც :(((((((((((((((((((

  • katalomia
    schedule 03 მაი 2020, 00:40

    Ox Jeka shen iyo exla 5 wlis ukandeli pistolero. U.eslesi deviatka xar Sua.

  • M10 S9 D11
    schedule 02 მაი 2020, 22:27

    როგორ შეიძლება სუას გაყიდვა ერთი სეზონი კიდე ითამაშებს და მერე გადაჯდება სკამზე

  • ნელსონ სემედუ
    schedule 02 მაი 2020, 22:09

    სკამზე უნდა გადაჯდეს ერთი სეზონი და მერე წასვლის დროც მოვა

  • davidus2020
    schedule 02 მაი 2020, 22:00

    ჯეკას ვერავინ ხელს ვერ მოკიდებს,უკეთესი ვინ უნდა მოიყვანონ?თან მესისთან იდეალური ურთიერთობა აქვს,გასაგებია რომ ასაკში შედის,მარა ერთ ორ სეზონს კიდე მაღალ დონეზე გაქაჩავს.