“ოსასუნას” თავდამსხმელი, ეზეკიელ “ჩიმი” ავილა აცხადებს, რომ “ბარსელონაში” გადასვლამდე ცოტა დააკლდა.
“ბარსაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს არ მოხდა. ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ კატალონიური კლუბის ფეხბურთელი გავხდებოდი, მათ შორის, მეც. მაშინ კარგ ფორმაში ვიყავი”, – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Club Octubre 947.
“ბლაუგრანას” ავილას შეძენა ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელად უნდოდა, რომელმაც იანვარში მუხლის ოპერაცია გაიკეთა და 4 თვე იუქმა. 26 წლის შემტევი პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნეოდა. მან ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნული ტრანსფერი “ჩიმის” დაზიანებამ ჩაშალა. ეზეკიელმა ტრავმა იანვრის ბოლოს მიიღო, რის გამოც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებდა.
ამის მიუხედავად, “ლურჯ-ბროწეულისფერებს ფეხბურთელის ყიდვის უფლება მისცეს, რომელიც კატალონიელებმა გამოიყენეს და 18 მილიონ ევროდ “ლეგანესიდან” მარტინ ბრაითუეიტი შეიძინეს.
დანიელმა მოთამაშემ პრიმერა დივიზიონის წლევანდელ სეზონში, ხავიერ აგირეს გუნდის რიგებში, 8 გოლი გაიტანა, “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ კი 3 მატჩი ჩაატარა.