workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ფაბრეგასმა გადაწყვეტილება მიიღო

ფაბრეგასმა გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის “არსენალის” კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა კლუბის ხელმძღვანელობას “ბარსელონაში” გაშვების თხოვნით მიმართა.

Sky Sports-ი გაზეთ AS-ზე ლინკით წერს, რომ ფაბრეგასი ჩასული იყო ლონდონში, რათა თავისი მომავალი გაერკვია. “ბლაუგრანას” აღზრდილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან “კამპ ნოუზე” დაბრუნდებოდა და მისი განცხადებით, ეს დრო მოვიდა. ლონდონელთა კაპიტანს სურს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდეს, რადგან მოგეხსენებათ ის აფრიკაში ესპანეთის ნაკრებთან ერთად მიდის. წყარო წერს, რომ ფაბრეგასმა კლუბის ხელმძღვანელობას 30-35 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდვა მოსთხოვა.

“მე ვისურვებდი “ბარსელონაში” გადასვლას”, – განაცხადა მან. “აღსანიშნავია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თავად “ბარსას” სურს თუ არა ჩემი შეძენა”.

“ბლაუგრანას” ბანაკიდან უმალვე გამოეხმაურნენ ამ ფაქტს: კლუბის ოფიციალურ საიტზე ჟოან ლაპორტას კომენტარი გაჩნდა. “შესანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელმა განაცხადა ამის შესახებ. თუკი ჩიკი ბეგისტაინი დაეთანხმება მის პირობებს, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკება დავიწყოთ “არსენალთან”, – განაცხადა ლაპორტამ.

წყარო: Eurosport.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward