“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის აზრით, რა ასტრონომიული ოდენობის თანხაც არ უნდა შესთავაზონ მესის, ის “ბარსელონას” მაინც არ დატოვებს.
Mega TV-სთან საუბრისას აგუერომ განაცხადა:
“ათასი რამ რომც შეიცვალოს “ბარსაში”, მესი მაინც იქ იქნება”
“ვიცი, რომ მას “ბარსას” დატოვება შეეძლო, თუმცა დარჩა. ლეო უბრალოდ “ბარსელონას” სიმბოლო და ლეგენდაა. ფეხბურთში ათასობით რაღაც შეიცვალა და ათასობით ფეხბურთელი გადავიდა სხვა კლუბში, მაგრამ მესი დარჩა.”
“მისთვის მეტი თანხის გადახდა არაფერს ნიშნავს. იგი საკუთარ თავს “ბარსელონასთან” აიგივებს, სწორედ იქ გრძნობს თავს კომფორტულად და ბედნიერია.”
აგუერო ადასტურებს, რომ მესის ინგლისში კარიერის გარძელებასთან დაკავშირებული ჭორები მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციებია და არანაირი საფუძველი არ აქვს.
ბარსას ათიანს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, თეორიულად, მას კლუბის დატოვება ამავე ზაფხულში შეუძლია.
“ბარსელონას” კონტრაქტის გახანგრძლივება, რა თქმა უნდა, სურს და კატალონიელთა აზრით, მესი არსებულ პირობებზე თანახმაა. ჯერჯერობით, კორონავირუსისგან გამოწვეული შეჩერების გამო, შეთანხმება არ გაოფიციალურებულა.

Mega tv-იო?
იასნა მესი ბარსადან არსად არაა წამსვლელი