workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიმო ვერნერის წარმომადგენლები რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ტიმო ვერნერის წარმომადგენლები რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

“ბარსელონა” უკვე ასაკში შესული ლუის სუარესის სათანადო შემცვლელს დიდი ხანია ეძებს და ივლისში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ამ კუთხით აქტიურობას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ლაუტარო მარტინესი უმთავრეს პრიორიტეტად ჰყავთ დასახული, ტიმო ვერნერის საკითხზე მუშაობა მაინც არ შეუწყვეტიათ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, გერმანელი თავდამსხმელის წარმომადგენლები კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე მართავენ.

გავრცელებული ჭორების თანახმად, ვერნერის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, “ლაიფციგთან” კონტრაქტი კი 2022/23 სეზონის შემდეგ სრულდება.

“ბარსელონას” გარდა, გერმანელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები სხვა ტოპ კლუბების ხელმძღვანელობასთანაც მიმდინარეობს. ვერნერის დამატების მსურველთა რიგებში “იუვენტუსი”, “ლივერპული” და “ინტერი” არიან.

საინტერესოა, რა სტილით მოუწევს “ბარსას” ზაფხულში თავდამსხმელის დამატებაზე მუშაობა, თუმცა, ნათელია, რომ ფინანსურად ვერნერის დამატება გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ლაუტარო მარტინესის, რომლის გამოსასყიდი თანხაც 111 მილიონია.

“ლაიფციგის” შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში გატანილი 27 გოლი და გაკეთებული 12 ასისტი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ტიმო “ბლაუგრანას” შეტევასაც საგრძნობლად გააძლიერებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 30 აპრ 2020, 22:27

    ვაიმე როგორ მინდა ეს ბარსაში გადააკვდნენ ამ ლაუტაროს ბევრად უფრო იაფად შეგვიძლია ამის დათრევა