ჰოლანდიური “ალკმაარის” თავდამსხმელი, მაირონ ბოადუ “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოხვდა. იტყობინება, Mundo Deportivo.
კატალონიური კლუბი 19 წლის ჰოლანდიელის შეძენას უახლოეს მომავალში გეგმავს. “ბარსელონაში” ბოადუს ტრანსფერს არა მხოლოდ პერსპექტივის მოთამაშის სტატუსით განიხილავენ, თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესის ალტერნატივაც გახლავთ.
ბოადუ მიმდინარე სეზონში “ალკმაარის” საუკეთესო ბომბარდირია (14 გოლი ერედივიზიაში), მისი შეძენით კიდევ ერთი ესპანური გუნდი, “სევილიაც” ინტერესდება.

კარგი ბიჭია
ეს საერთოდ ვისგამოექცა
კაი იგროკია ეს ბიჭი ლამერსსაც დააკვირდით ეგევ მშვენიერი ფორვარდია
ალკმარიის 2-3 იგრას მოვკარი თვალი და კაი ტიპია❤