კატალონიურ პრესაზე (MD, Sport) დაყრდნობით, Barca Universal-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელზენკირხენის “შალკეს” ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერში 22 წლის მაროკოელი ნახევარმცველის, ამინ არიტის ჩართვა სურს.
“შალკეს” ტოდიბოს გამოსყიდვისთვის 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, გერმანელებს საკუთარი ფეხბურთელის დათმობა ურჩევნიათ.
თავის მხრივ, “ბარსელონა” ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს: მიუხედავად იმისა, რომ არიტის დამატება აქამდე კატალონიელებს თავად სურდათ, მისი ფრანგ ცენტრალურ მცველში გაცვლა კატალონიელებისთვის მისაღები არ არის.
ტოდიბომ “შალკეში” იჯარით გატარებულ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში ის “ბარსელონას” შემადგენლობაში შანსს მიიღებს.

აუცილებლად უნდა მიიღოს შანსი იმსახურებს. ეს მაროკოელი კი შალკემ სხვას შეტენოს თუ მაინცდამაინც.
არავითარ შემთხვევაში გაიკეთოს შალკემ ეს არიტია თუ არარატი ტოდიბო დააბრუნეთ თქვე ჩლუნგებო
აია ხალფაზრდა რომელიც ჰალკივითაა და საკმაოდ ნიჭიერი აი რატო უნდა გაყიდო ვერ ვხვდები
მცველის ყიდვა როუნდათ საერთოდ არარის საჭირო, ტოდიბო უნდა დაბრუნდეს და მიეცეს შანსი ასაევე არაუხოც არარის დასაკარგი შეიძლება მაგის გაიჯარებაც ტოდიბოს ნაირად