ლიონელ მესის, ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. გადავხედოთ სტატისტიკას და ვნახოთ, რომელი კლუბების კარში უყვარს მას, ყველაზე მეტად გოლის გატანა.
- მესის ევროპულ ტურნირებზე, 11 950 წუთში, 117 გოლი აქვს გატანილი. (იგულისხმება სუპერ თასის ფინალებიც) ეს ნიშნავს, რომ გოლს ყოველ 102 წუთსა და 8 წამში ერთხელ იტანს;
- არგენტინელმა ევროპის 42 კლუბის წინააღმდეგ ითამაშა (16 ქვეყნის წარმომადგენელი) და გოლის გატანა ექვსი მათგანის წინააღმდეგ ვერ შეძლო. ეს კლუბებია: “ინტერი”, “ატლეტიკო”, “ბენფიკა”, “ნაპოლი”, “რუბინი” და “უდინეზე”;
- 2019 წლის 27 ნოემბერს, “დორტმუნდთან” გატანილი გოლით, მოხსნა რეკორდი. მესიმ გოლის გატანა 36-ე კლუბის წინააღმდეგ შეძლო;
- “ატლეტიკო” და “ინტერი” არიან კლუბები, რომელთანაც მესის, ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია აქვს – 360 წუთი უგოლოდ;
- “ჩელსის” წინააღმდეგ ყველაზე მეტი წუთი აქვს გატარებული. (835 წუთი, 10 მატჩის განმავლობაში). პირველი 730 წუთის განმავლობაში გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში, ლონდონელთა კარი სამჯერ აიღო;
- მეკარე, რომელმაც ყველაზე დიდხანს შეინახა კარი მშრალად, მესის წინააღმდეგ, არის ჟულიო სეზარი – 270 წუთი. მეორე ადგილზეა “რუბინის” მეკარე, სერგეი რიჟიკოვი – 237 წუთი;
- მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე, “არსენალის” წინააღმდეგ იმაზე მეტი გოლი გაიტანა 447 წუთის განმავლობაში, ვიდრე სხვა რომელიმე კლუბმა – 9 გოლი, 6 თამაშში. ერთი გოლი, ყოველ 49 წუთსა და 40 წამში.
- დატერორებული ჰყავს ლევერკუზენის “ბაიერიც” – 7 გოლი, 270 წუთში. ერთი გოლი, ყოველ 38 წუთსა და 34 წამში;
- დიდი ხუთეულის წარმომადგენლებთან, მესის სტატისტიკა ასეთია:
ბუნდესლიგის კლუბებთან – ერთი გოლი, ყოველ 73 წუთსა და 32 წამში.
პრემიერ ლიგის კლუბებთან – გოლი გააქვს ყოველ 101 წუთსა და 12 წამში.
ლიგა 1-ის კლუბებთან (128 წუთი).
სერია ა-ს კლუბებთან (166 წუთი და 10 წამი).
ლა ლიგის კლუბებთან (187 წუთი და 30 წამი).
- მესის ძალიან უყვარს ინგლისელები. საერთო ჯამში, მათ წინააღმდეგ 26 გოლი აქვს გატანილი;
- მესის უყვარს ბოლო წუთებზე გატანა – 86-ე წუთიდან საფინალო სასტვენამდე 14 გოლი აქვს შეგდებული.
- ჩემპიონთა ლიგაზე, მესის გატანილი აქვს 12 თერთმეტმეტრიანი და სამი აქვს გაცუდებული.
[media=https://www.youtube.com/watch?v=-iguctBnH7w]
როგორ "ჰყვარებია" ეპლ-ის გუნდები😂😂😂😂
ინგლისელები კაი იყო .
ვიღადავე საკაიფოდ 😂 😂
ზოგი პროფესორი რო ამბობს პრემიერლიგაში ვერ ითამაშებდაო,მაგრად მეცინება
წესით უნდა გადაასწროს რონალდოს ამ სეზონში ვერა მარა 14 გოლი არაფერია ნუ ისიც გაიტანს გოლებს მარა აშკარად ეტყობა რო მოკლებული აქვს მაგ მხრივ
თუ არსებობს პატჩი ფიფა 19 ისთვის ქართული კლუბები რომ იყოს?