ხუან მანუელ მატა როდრიგესი, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის მამაც და საფეხბურთო აგენტიცაა, ადასტურებს, რომ “ბარსა” ესპანელის შეძენას სამჯერ ცდილობდა.
VIP Deportivo-ს კითხვაზე, იყო თუ არა კატალონიელების მხრიდან ინტერესი, მან უპასუხა:
“ნამდვილად. რადგანაც ის ფეხბურთელია, რომელშიც “ბარსელონას” თამაშის სტილის მსგავსი დნმ არსებობს.”
“ბარსელონაში” გადასვლის სამი გზა არსებობდა. პირველად მაშინ, როდესაც ხუანი “ვალენსიაში” თამაშობდა. შემდეგ “ჩელსიში” ტრანსფერის დროს ისინი კვლავ ფიქრობდნენ დამატებაზე და მესამედ ახლახანს, როდესაც უკვე სერიოზული შესაძლებლობაც ჰქონდათ.”
“მიუხედავად ამისა, ხუანს გაუმართლა, რომ სამივე პერიოდში დიდ გუნდებში თამაშობდა. ის იძულებული არ გამხდარა, რომ რომელიმე გუნდი დაეტოვებინა, რადგანაც, მადლობა ღმერთს, ის მნიშვნელოვან კლუბებში ასპარეზობდა.”
ხუან მატამ საკუთარი მომავალი “წითელ ეშმაკებს” წინა ზაფხულში გახანგრძლივებული კონტრაქტით დაუკავშირა, რომელიც 2021 წელს სრულდება. “იუნაიტედის” რიგებში, მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
