workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“შალკე” ტოდიბოს იჯარის გახანგრძლივებას ითხოვს

“შალკე” ტოდიბოს იჯარის გახანგრძლივებას ითხოვს

გასულ თვეში, “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მისი გუნდისთვის ტოდიბოს გამოსყიდვა ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო.

მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჭიერი ცენტრალური მცველი “კამპ ნოუზე” დაბრუნდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, გელზენკირხენული გუნდი ტოდიბოს იჯარის ვადის გახანგრძლივებას შეეცდება.

იმავე წყაროს ინფორმაციით, “შალკეს” ამის მცირე შანსი აქვს. “ბარსასთვის” უმჯობესია, რომ ჟან-კლერი დაიბრუნოს, რადგანაც ბაზარზე დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფინანსურად უფრო ძლიერი გუნდი გამოჩნდეს და გამოსასყიდ თანხას, 24 მილიონ ევროს, დათანხმდეს.

თებერვალში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო, გერმანელები ფრანგის შეძენაში დარწმუნებულნი იყვნენ, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილმა სიტუაციამ მათზე ფინანსურად ცუდად იმოქმედა.

ტოდიბოს “ფელტინს არენაზე” წარმატებული სეზონი ჰქონდა. იგი “შალკეს” თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდა. მისი თამაშის ხარისხი კი ნელნელა იზრდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელისგან სტაბილურ სათამაშო დროს იღებდა.

ტოდიბო “ბარსას” გასული წლის იანვარში “ტულუზიდან” 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების მცველმა “კამპ ნოუზე” ყოფნის პერიოდში მონაწილეობა მხოლოდ 5 მატჩში მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • LBJ23 LM10
    schedule 26 აპრ 2020, 16:54
    #8

    არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდონ ეს,ძაან კაი მცველია

  • shu1987
    schedule 26 აპრ 2020, 12:42
    #7

    ეს უნდა დააბრუნონ და ძირითადში დააყენონ ეყოფა პიკეს ამდენი მზეობები აღარ შეუძლია და უნდა მიხვდეს , გადაჯდეს პიკე სკამზე ან ეს და პიკე შეუწყვილდნენ. მე ამის და არაუხოს დუეტი მაინტერესებს ერთად რას იზამს.

  • B.A.r.c.A
    schedule 26 აპრ 2020, 04:50
    #6

    Piqe tuar midis jer iyos itamashebs mainc 04 shi

  • FloweN
    schedule 26 აპრ 2020, 02:42
    #5

    ვიდალი,რაკიტიჩი,სემედუ,უმტიტი,ბრაითვეიტი,ალენია,არტური,გრიზმანი,ტოდიბო,კოუტინიო …
    გამომრჩებოდა ვინმე…
    ყველას წასვლაზე დაიწერა აქედან))))
    ვის იტოვებენ, უკეთესებს რო ვერ მოიყვანენ რამდენიმეს გარდა ფაქტია მარა რააარი ეს ამდენი წვრილწვრილი გაყიდვა, გაიჯარებები???
    140 მილოონიან ფეხბურთელს რო იჯარით გაუშვებ უკვე ძაან ტეხავს))))
    ჯერ მინა იყიდეს და გაყიდეს ეხა ტოდიბო))))
    მინდა ძაან ტლანქი და მოუქნელი იყო კაი მარა ტოდიბოსგან რა უნდათ?!
    ფულს ჭრიან ძაღლები მანამ ხელმძღვანელობაში არიან ))))))

  • Iniesta_8
    schedule 26 აპრ 2020, 00:31
    #4

    კარგია რომ გამოსყიდვის ფული არ აქვთ, გაგვიმართლა მაგრად და დავიბრუნოთ უნდა. თუ არ გაამართლებს 25-30 მილიონად მაინც ყოველთვის გაიყიდება, რა ეჩქარებათ ვერ გავიგე

  • რივალდო-მესი
    schedule 25 აპრ 2020, 23:04
    #3

    ვინმემ იცის რატომ ყიდიან??? ბევრია ასეთი პერსპექტივის ცენტრალური მცველი??? დელიზტი და დემირელი, ორივე იუვეს ყავს და მთაწმინდიდან არ დაგვანახებს არცერთს. ესენი კი ამ ბიჭის მოშორების მეტს არაფერს ფიქრობენ. დიდი ალბათობით რაღაც დულის შოვნის სუნი ასდის ამ ამბავს. აბა ჩვენ თუ ვზვდებით ამათმა თუ ჩვენზე მეტი არ იციან აღარ ყოფილა საშველი. ეს აბიდალიც ნაძირალა გამოდგა სამწუხაროდ🙁

  • M10 S9 D11
    schedule 25 აპრ 2020, 22:10
    #2

    არავითარ შემთხვევაში უნდა დააბრუნოთ

  • Wtf man
    schedule 25 აპრ 2020, 21:56
    #1

    რატო ყიდიან ვერ ვხვდები 24 მილიონი რა ჯანდაბაა. დაიტოვონ რა. უმტიტია გასაყიდი დაცვიდან ფირპო და რობერტო სხვა არავინ