workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი მესის გამო წავაგეთ: “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები მესის რონალდუზე წინ აყენებენ

ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი მესის გამო წავაგეთ: “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები მესის რონალდუზე წინ აყენებენ

მუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ “წითელი ეშმაკების” ღირსებას 6 სეზონის განმავლობაში იცავდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანების მნიშვნელოვანი ნაწილი უეინ რუნის პოზიციას იზიარებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მესისა და რონალდუს შორის, სწორედ არგენტინელს აირჩევდა.

“იუნაიტედის” გულშემატკივრები კი ამ თემასთან დაკავშირებით, შემდეგი სახის კომენტარებს აკეთებენ:

“გულახდილად რომ ვთქვათ, მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე პრემიერლიგურ გრანდებთან შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა.”

“როდესაც ის ადამიანი, რომელიც რონალდუსთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა, მესის ირჩევს, ჩვენ არაფერი არ მოგვეკითხება იმის სათქმელად, რომ კრიშტიანუ საუკეთესოა. მესის გამო ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი დავთმეთ, სწორედ ის დგას ყველაზე წინ.”

“მე რონალდუ ძალიან მიყვარს, თუმცა მესი მასზე უკეთესი ფეხბურთელია. რონალდუ არანორმალური ფიზიკური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული და სწორედ ეს წარმოადგენს მისი თამაშის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.”

“მესი უფრო ტექნიკურია და ფეხბურთის მხრივ უკეთესად აზროვნებს. მას კრიშტიანუს მსგავსი ფიზიკური შესაძლებლობები რომ ჰქონდეს, ფეხბურთი უინტერესო იქნებოდა, რადგან ყველაფრის მოგებას ცალი ფეხით შეძლებდა.”

“ის მსახიობია, არცთუ ბევრი იარაღით.”

“რონალდუმ საკუთარი თავი შექმნა, მაშინ როდესაც მესის ეს ყოველივე ბუნებრივად აქვს მინიჭებული.”

არგენტინელისა და პორტუგალიელის შედარება დაუსრულებლად გრძელდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რონალდუს თანაგუნდელები გაცილებით ხშირად აღნიშნავენ მესის სიდიადეს, ვიდრე პირიქით. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • LBJ23 LM10
    schedule 24 აპრ 2020, 14:21

    ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა ლეოს აყენებს წინ,რონალდო მარტო მის თავგადაკლულ ფანებს ურჩევნიათ

    ციტატა: nika 54
    რუნის ადგილზე მე საერთოდ, კაცად არ ჩავაგდებდი რონალდუს.
    ვისაც არ გახსოვთ: პორტუგალია-ინგლისის მატჩში, რონალდუმ ისიმულიანტა, და მსაჯს ისიც კი მოსთხოვა რუნისთვის წითელი მიეცათ. ხოდა როცა მსაჯმა მართლაც აჩვენა რუნის წითელი რონალდუმ თავის მწვრთნელს და სათადარიგოებს გახედა ანიშნა რო მან დაიმსახურა რუნის გაგდება. თვალიც კი ჩაუკრა.


    2006წლის მსოფლიოზე იყო ეგ,ძაან არაკაცურად მოიქცა მაშინ რონალდო,მარა ნახევარფინალში ამოისვა ერთ ადგილას საფრანგეთმა მთელი პორტუგალია,თავის რონალდოსთან და ფიგუსთან ერთად

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 24 აპრ 2020, 12:50

    2011 წელს ხო კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მესიმ და ფაქტობრივად სამოყვარულო გუნდივით დაარბია მანჩე, მაგრამ 2009 წელსაც ძაან მაგარი გოლი გაიტანა,როდესაც 2 მეტრიანი ვიდიჩ-ფერდინანდი პირდაღებული უყურებდნენ და ვან დერ სარი ვერ მიხვდა რატომ გაუშვა გოლი😂😂😂😂

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2020, 10:11

    რუნის ადგილზე მე საერთოდ, კაცად არ ჩავაგდებდი რონალდუს.
    ვისაც არ გახსოვთ: პორტუგალია-ინგლისის მატჩში, რონალდუმ ისიმულიანტა, და მსაჯს ისიც კი მოსთხოვა რუნისთვის წითელი მიეცათ. ხოდა როცა მსაჯმა მართლაც აჩვენა რუნის წითელი რონალდუმ თავის მწვრთნელს და სათადარიგოებს გახედა ანიშნა რო მან დაიმსახურა რუნის გაგდება. თვალიც კი ჩაუკრა.

  • me da barca
    schedule 24 აპრ 2020, 02:35

    სამი სიტყვით ვიტყვი:
    კიკინა, დაასკდი მესის.

  • M10 S9 D11
    schedule 23 აპრ 2020, 23:46

    პენალდოს მსუნავებს ვერ გააგებინებ მაგას

  • FloweN
    schedule 23 აპრ 2020, 22:37

    ვა, სრული სიმართლე, ობიექტურად აქვთ შეფასებული🙏🏼👏🏼

  • Andres_Iniesta
    schedule 23 აპრ 2020, 22:25

    ვინც აზროვნებს ყველამ იცის რო მესი ნ1 ია.

    ძაან სწორად თქვა რუნიმ რონი მკვლელია მარა მესი სულს ამოგიღებს

    სხვა კლასია.