კიკე სეტიენმა მესის შესახებ ჯერ კიდევ დანიშვნამდეც ბევრი რამ იცოდა. მიუხედავად ამისა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ არგენტინელის კონტრაქტში კლუბიდან სეზონის ბოლოს წასვლის უფლებაც იყო მითითებული.
ესპანელმა El Transistor-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ამის შესახებ, მხოლოდ ახლახან გაიგო. კიკემ ასევე აღნიშნა, რომ მესი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოინდომებს გუნდიდან წასვლას, თუ “ბარსელონა” მომგებიანი პროექტი აღარ იქნება.
“მესი “ბარსელონას” პროექტში დარწმუნებული რომ არ იყოს, წავიდოდა. თუმცა კლუბი მუდმივად ცდილობს, რომ მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეს და წარმატებას მიაღწიოს.”
კატალონიური კლუბის დამრიგებელს ასევე უთამაშებლად შესაძლო გაჩემპიონების საკითხზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ის არცთუ ისე მოხარული გახლდათ.
“ვფიქრობ ეს საკმაოდ რთული საკითხია მანამ, სანამ ყველაფერი არ დალაგდება. ახლა სახლში დარჩენას ვამჯობინებ. თუ ლა ლიგის დასრულება სავალდებულო გახდება, ყველაზე ლოგიკური, ჩემპიონის დაფიქსირებული შედეგების მიხედვით არჩევა იქნება. თუმცა, თავს ჩემპიონად ნამდვილად არ ვგრძნობ.”
კიკე სეტიენს კატალონიურ კლუბში დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა. 27 ტურის შემდეგ “ბარსა” 58 ქულით ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების სათავეშია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას ელოდება.

რა პროექტი ღადაობთ?ახალგაზრდები გაყარეს(ალენია ტოდიბო ვაგე) 145მლნ-იანი კოუტინიო იჯარით ყავთ გაშვებული,125მლნ-იანი დემბელე წელიწადია ლაზარეთშია.დავუმატოთ პრინც ბოატენგის და მურილიოს უაზრო ტრანსფერები.კრიზისი ხელმძღვანელობაში…
Eseti sisulele jer arcert mwvrtnels ar utqvams
ბარსა რომ იყოს თავის პროექტში დარწმუნებული შენ ვინ მოგიყვანდა😂🤣
რას ქვია არ იცოდა, ყველა გაზეთი და გამოცემა ამაზე წერს უკვე 1 წელია და ინტერნეტი ქონდა ჩაჭრილი თუ სპორტულ გაზეთებს არ ნახულობდა?
მესი არსად არ წავა კიდე რამოდენიმე სეზონი მინიმუმ
"კიკე სეტიენს კატალონირ კლუბში დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა". ამას არ ვეთანხმები, კოპადან გამოვვარდით, ისევ უღიმღამო თამაში, ლალიგაში კარგი შედეგები იმ უხსენებელსაც ჰქონდა, თუმცა მაინც მაქვს კიკეს იმედი, 1თვეში რთულია ყველაფერის შეცვლა.