ბრაზილიელი ნახევარმცველი, მატეუს ფერნანდესი, ჯერ კიდევ “პალმეირასში” ირიცხება და იჯარით “ვალიადოლიდში” თამაშობს, თუმცა 1 ივლისიდან “ბარსელონას” ფეხბურთელი უნდა გახდეს.
“პალმეირასის” სპორტულმა დირექტორმა, ალეშანდრე მატოსმა, Fox Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შედგა საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერი.
“2019 წლის ოქტომბერში, ანდრე კურის (“ბარსელონას” სკაუტი ბრაზილიაში) დავუკავშირდი და ვთხოვე, რომ ერიკ აბიდალისთვის ჩვენი ერთი ფეხბურთელი ეჩვენებინა.
კურიმ იფიქრა, რომ დუდუს ვგულისხმობდი. როცა აბიდალი თამაშის სანახავად მოვიდა, ვუთხარი: “35 ნომერს დააკვირდი”.
მითხრეს, რომ გიჟი ვიყავი: “შენ გინდა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ბევრს რეზერვშიც კი არ თამაშობს, “ბარსელონას” მიჰყიდო”?
როგორც აღმოჩნდა, მატოსი გიჟი არ ყოფილა – “ბარსელონელები” მოიხიბლნენ ახალგაზრდა მოთამაშით, რომელსაც არც ისე დიდი გამოცდილება ჰქონდა.
დაგეგმილი ტრანსფერი მალევე გაოფიციალურდა და მატეუსი ლა ლიგაში გამოცდილების მისაღებად “ვალიადოლიდსაც” შეუერთდა, თუმცა ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რთული სავარაუდოა, ნამდვილად მოირგებს თუ არა ის 1 ივლისს “ბლაუგრანას” მაისურს.
ოო დუდუ კაი იქნებოდა ევროპაში
აბა აბიდალი რას გეტყოდა კაის მაგას მარტო ფრანგები აინტერესებს