workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფისტა, საბჭოს კრიტიკა და სხვა: ჟოან ლაპორტას საპრეზიდენტო გზა

კრუიფისტა, საბჭოს კრიტიკა და სხვა: ჟოან ლაპორტას საპრეზიდენტო გზა

შაბათს, ჟოან ლაპორტამ გამოაცხადა, რომ კლუბის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მოდით, მისი საპრეზიდენტო საქმეები და სამომავლო გეგმები განვიხილოთ.

ლაპორტა “ბარსას” პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. სწორედ ეს პერიოდი ითვლება კატალონიური კლუბის აღმავლობის ხანად, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით “ბარსა” მსოფლიოს მწვერვალზე იყო.

ჟოანის პრეზიდენტობის პერიოდში კლუბს უნიკალური მიღწევა ჰქონდა. კატალონიელებმა, ერთ კალენდარულ წელში, 6 ტიტული მოიპოვეს. ასეთი შედეგი ისტორიაში არც ერთ კლუბს არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, 2015 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იგი ჟოზ მარია ბართომეუსთან დამარცხდა. 

ლაპორტა საბჭოს ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა, განსაკუთრებით, ტრანსფერებისა და ფინანსების არამიზნობრივად გამოყენების გამო. 

იგი კრუიფის ფილოსოფიის მიმდევარია, როდესაც ნეიმარის ტრანსფერზე კითხვა დაუსვეს, მან უპასუხა:

“დავიბრუნოთ თუ არა ნეიმარი? მე, პირველ რიგში, კრუიფის სტილის ფეხბურთელის დამატებას ვეცდებოდი.”

ჟოანი ასევე გვერდიოლას მეგობარია. როგორც თავად ამბობს, იგი პეპის დარწმუნებას შეძლებს და “კამპ ნოუზე” აუცილებლად დააბრუნებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • shu1987
    schedule 19 აპრ 2020, 13:57

    ციტატა: qechi
    მოიცა ლაპორტი თუ ბართოსთან დამარცხდა როსელი სად გაქრა როგორც მახსოვს პრეზიდენტი იყო ეგ კაცი თუ მეშლება? ნეიმარიც მაგის დროს მოიყვანეს.


    კი 2010 წელს ჩაანაცვლა როსელმა მაგრამ 2010 ლაპორტა შარში იყო და არ მიუღია მონაწილეობა, 2015 ბართუშას კონკურენტი იყო მაგრამ მხარდაჭერა არ გამოუცხადეს და დამარცხდა.

  • qechi
    schedule 19 აპრ 2020, 12:04

    მოიცა ლაპორტი თუ ბართოსთან დამარცხდა როსელი სად გაქრა როგორც მახსოვს პრეზიდენტი იყო ეგ კაცი თუ მეშლება? ნეიმარიც მაგის დროს მოიყვანეს.

  • MARADONA1968
    schedule 19 აპრ 2020, 02:32

    ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ძალა და მადლი გვფარავდეს მუდამ! ამინ! ამინ! ამინ!

  • Fati
    schedule 19 აპრ 2020, 01:00

    ქრისტე აღსდგა ბიჭებო მრავალს საესწარით თქვენს ოჯახებთამ ერთად ❤️