workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავიერ ტებასი: სეზონის გაბათილება და შედეგების ანულირება არც განიხილება

ხავიერ ტებასი: სეზონის გაბათილება და შედეგების ანულირება არც განიხილება

ლა ლიგის ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბავში, ხავიერ ტებასის მოსაზრების შესახებ ვკითხულობთ. ლა ლიგის პრეზიდენტის განცხადებით, სეზონი ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ტურნირის ხელმძღვანელობა დასრულების რამდენიმე სცენარს ასახელებს, მათ შორის მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვა ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია.

“შედეგების ანულირება და სეზონის გაბათილება არც განიხილება,” – განუცხადა ტებასმა ლა ლიგის ოფიციალურ გამოცემას.

“ჩვენ ასევე რამდენიმე სცენარზე ვმსჯელობთ. მაგალითად, რა მოხდება, თუ მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართება, ან თუ გულშემატკივრების თანდასწრებით, იქნებ საერთოდ აღარც ჩატარდება. სეზონის გაბათილების გარდა, ჩვენ ყველანაირ შესაძლებლობას ვითვალისწინებთ.”

“აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ ფეხბურთელების ჯანმრთელობაში და ეკონომიკური რისკი მაქსიმალურად შევამციროთ. ეს ვირუსული პანდემიაა, თუმცა ეკონომიკური ზარალიც უზარმაზარია.”

“ვგრძნობთ, რომ ბევრი ადამიანი სპორტის ნაკლებობას ძალიან განიცდის, ჩვენ ვეცდებით მათ მხარი მაქსიმალურად დავუჭიროთ და დავეხმაროთ.”

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის განახლების თარიღი ოფიციალურად დადასტურებული ჯერ კიდევ არაა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებით კი, ევროპული ზონის გუნდები მიმდინარე შედეგების მიხედვით უნდა კვალიფიცირდნენ.

აღნიშნული წინადადების თანხმობის შემთხვევაში, “ბარსელონა,” “რეალი”, “სოსიედადი” და “სევილია” ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, ხოლო “ხეტაფე”, ბილბაოს “ატლეტიკი” და მადრიდის “ატლეტიკო”- ევროპა ლიგაზე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 17 აპრ 2020, 10:52

    ევროპული ზონის გუნდები მიმდინარე შედეგების მიხედვით უნდა კვალიფიცირდნენ.
    აღნიშნული წინადადების თანხმობის შემთხვევაში, "ბარსელონა," "რეალი", "სოსიედადი" და "სევილია" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.
    ეს კარგი, მაგრამ ჩემპიონები რო კენჭიყრაზე პირველ ნომრებათ იცხრილებიან, აქ რანაირად მოხდება პირველ კალათში ვინ წავა ჩემპიონს თუ არ გაარკვევენ.

  • M10 S9 D11
    schedule 17 აპრ 2020, 00:12

    ძალიან კარგი