თუ არ იცით, გაცნობებთ, რომ SER Catalunya-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “ბარსა” სოსიედადის ფორვარდს ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად განიხილავს.
“ბარსელონას” ერთ-ერთი გულშემატკივარი, იოჰან გეფვერტი, სტოკჰოლმის ადგილობრივი გუნდის მხარდამჭერიცაა. შვედური აიკ სწორედ ის გუნდია, სადაც ისაკმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო. იოჰანი ისაკს შემდეგნაირად ახასიათებს:
“ისაკმა ადგილობრივი გუნდის რიგებში თამაში ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში დაიწყო. მის თამაშს რეგულარულად 15 წლის ასაკიდან ვაკვირდებოდი. ლუის სუარესის მსგავსად, ისიც საკმაოდ ჭკვიანი თავდამსხმელია.”
“მისი ტექნიკა სუარესისაზე უკეთესია. ლუისთან შედარებით ის სწრაფია, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. ასევე ძალიან ათლეტური და ძლიერია. მასში ერთადაა მოზღვავებული ტალანტი და კლასი.”
“ერთადერთი კომპონენტი, რაც მას ურუგვაელი თავდამსხმელის დონეზე არ აქვს, არის აგრესიულობა და უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა. ჩემი აზრით, ის უკვე ლაუტარო მარტინესზე უკეთესიცაა.”
გავრცელებული ჭორების თანახმად, ისაკის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა. უნდა აირჩიოს ის “ბარსამ” ლაუტაროს ნაცვლად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით.

20 წლისაა, დორტმუნდიდან 18 წლისა წავიდა, როისი,ბაჩუაი,იარმოლენკო ყავდა შემტევები, კიდევ 1-2 სკამზე, გამოცდილი უნდოდათ უფრო და პაკო იყიდეს მომდევნო სეზონში
ვიღაც უნდა წასულიყო და წავიდა ეგ, ჰოლანდიაში კარგი იყო ძალიან
სოსიედადში ვილიან ჟოზე ამოაგდო ძირითადიდან
ჯეკას ჟილკა თუ ექნა, იმენა მკვლელი იქნება
ბევრი რამ აქვს დასახვეწი, უბრალოდ ის მაინტერესებს, სადაც ყველა დაფრინავს დორტმუნდში, ამას რა დაემარათა ?
ცუდი ბიჭი არაა