ესპანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა, კარლოს ერერამ, აღიარა, რომ “ბარსელონას” აღარ უჭერს მხარს, მას შემდეგ, რაც კლუბი პოლიტიკური და სოციალურ საქმიანობაში ღიად ჩაერთო.
ერერა “ბარსას” ფანი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც ძალიან პატარა იყო და აღნიშნავს, რომ კლუბთან ასეთ კავშირს ვეღარ გრძნობს.
“მე ბარსელონაში გავიზარდე, მამაჩემი ამ კლუბის ფანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ 70-ან წლებში, განათლება “კამპ ნოუზე” მივიღე. პრობლემა ის არის, რომ როდესაც ამხელა კლუბი თანხმდება პოლიტიკურ და სოციალურ იდეებს ემსახუროს, ის მე აღარ წარმომადგენს.” – საუბრობს ერერა Cadena Cope-თან.
ერერამ გაიხსენა პირველი შეხვედრა, რომელსაც ის “კამპ ნოუზე” დაესწრო.
“ბარსელონამ” 4-0 მოიგო, იოჰან კრუიფმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩვენ ეიფორიაში ვიყავით, უცხო ადამიანებს ვეხუტებოდით და ვყვიროდით, რომ მსგავსი ფეხბურთელი არასდროს გვინახავს, კრუიფის მოედნის ხედვა და თამაშის სწრაფად ორგანიზების უნარი უნიკალური იყო. მას მერე, სხვა ფეხბურთელში ეს არასდროს შემინიშნავს.”

ბარსელონა ყოველთვის იყო პოლიტიკაში ჩართული … რეებს იგონებს :დ და ზუსტად ფრანკოს გამო იყო რო ბარსელონა პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული … მაგიტომაც იყო და არის ბარსა მეტი ვიდრე კლუბი .
ვისაც კაი ფეხბურთის ნახვა გინდათ, ბარსა-იუვენტუსი(გამპერის თასი). 18 წლის მესი ჯერ კიდევ 30 ნომრად რო თამაშობდა, ინიესტა 24 ნომერი რო იყო. თამაშს იუთუბზე ასე ჰქვია: დღე როცა მესიმ თავი შეაყვარა მსოფლიოს. მოედანზე: იბრაგიმოვიჩი(იუვეში იყო) დელ პიერო, ტრეზეგე, რონალდინიო, დეკუ, ლარსონი….ლოჟაში პრეზიდენტი ლაპორტა, და იქვე ტრიბუნაზე კრუიფი. 18 წლის ლეო რა საგოლე პასს უკეთებს ინიესტას ჯერ კიდევ თმახუჭუჭას. მოკლედ კარგი თამაშია საწყენია რო 2-2 დამთავრდა და პენლებით იუვე მოიგო.
https://www.youtube.com/watch?v=RjEEXBrkJAc
P.S. კრუიფი, მარადონა,რონალდო,რივალდო,რონალდინიო და რა თქმა უნდა მესი – ყველა გენიოსმა "კამპნოუზე" ითამაშა.
ხავიესტა რომელზე ნაკლები გენიოსები არიან?
ვერ ყოფილხარ კლსუფთა კულე
წადი შენი ფიგუ დედა მიაცენზურა პერესმა!
P.S. კრუიფი, მარადონა,რონალდო,რივალდო,რონალდინიო და რა თქმა უნდა მესი – ყველა გენიოსმა "კამპნოუზე" ითამაშა.