workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაულო დიბალა: “კრიშტიანუს ვუთხარი, რომ იგი არგენტინაში ცოტა გვეზიზღება “

პაულო დიბალა: “კრიშტიანუს ვუთხარი, რომ იგი არგენტინაში ცოტა გვეზიზღება “

“იუვენტუსის” ვარსკვლავმა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციასთან ონლაინ ინტერვიუს დროს გაამჟღავნა, თუ როგორ იწვევდა მის თანაგუნდელს, კრიშტიანუ რონალდოს.

Marca არგენტინელის სიტყვებს ციტირებს:

“მე მას ვუთხარი: კრიშტიანუ, არგენტინაში ჩვენ ცოტა გვეზიზღები შენი ფიგურის გამო, გვეზიზღები იმის გამო თუ როგორი ხარ და როგორ მოძრაობ.”

ნათელია, რომ პაულო დიბალას მხედველობაში მესისა და რონალდოს შორის არსებული დაუსრულებელი კონკურენცია ჰქონდა. “ბარსას” კაპიტანი საკუთარ სამშობლოში ნამდვილ გმირად ჰყავთ შერაცხული, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ერთი საერთაშორისო ტურნირი არ აქვს მოგებული არგენტინასთან ერთად.

ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდოს შორის შეჯიბრი ათწლეულზე დიდი ხანია გრძელდება. არგენტინელმა ახლახან გადაასწრო პორტუგალიელს ოქროს ბურთების რაოდენობით. დეკემბერში მესი სარეკორდო, მეექვსე ჯილდოს დაეუფლა. 

ამ სეზონში ლეო მესიმ 31 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა, კრიშტიანუმ კი- 32 მატჩში 25-ჯერ დალაშქრა მეტოქე გუნდის კარი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში