მილანის “ინტერი” “ბარსელონას” პორტუგალიელი ფეხბურთელით, ნელსონ სემედუთი ინტერესდება.
El Mundo Deportivo-ს ცნობით, მილანური კლუბი “ბლაუგრანას” უკვე დაუკავშირდა. იმავე წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები პორტუგალიელზე დიდ იმედებს აღარ ამყარებენ და, შესაძლოა, შეთავაზებას დასთანხმდნენ.
გასულ ზაფხულს “ნელსინიოთი” “პარი სენ-ჟერმენი” ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ “ბარსამ” ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა. ახლა კი, სემედუსთვის სამწუხაროდ, გუნდის გეგმები შეიცვალა.
მიმდინარე სეზონში სემედუს ანგარიშზე, “ბარსელონას” მაისურით, 29 მატჩი და 5 ასისტია.
ნელსონმა, კიკე სეტიენის მოსვლის შემდეგ, თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ახალი მწვრთნელის ხელში მან 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Nelson Semedo is underrated!!! ☹️
kimixi an aleqsand arnoldi daidos da bazari ara. armeimedeba semedu.keinis bulkia
ხელი არ დაედოს ამ ბიჭს ამაზე უკეთესს ვერავის ვერ მოიყვანენ
უკეთესს თუ მოიყვანენ გაუშვან
მარა ძაან მეეჭვება უკეთესის მოყვანის ტრაკი ქონდეთ