“ბარსელონამ” კატალონიის მთავრობას საკუთარი ობიექტები გადასცა

“ბარსელონამ” კატალონიის მთავრობას საკუთარი ობიექტები გადასცა

“ბარსელონა” კვლავ ამტკიცებს, რომ ის მეტია, ვიდრე მხოლოდ კლუბი.

გარდა კლუბისა და ფეხბურთელების სოლიდური ქველმოქმედებისა და ასევე რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამისა, “ბარსელონამ” კატალონიის მთავრობას, ქვეყანაში კორონავირუსთან საბრძოლველად, კლუბის საკუთრებაში არსებულ ობიექტებთან წვდომის უფლება მისცა.

ასევე სამედიცინო სქემა, რომელსაც “კამპ ნოუზე” მატჩის დროს ტრავმირებული მოთამაშეების გადასაადგილებლად იყენებენ, “სან-პაუს” საავადმყოფოს განკარგულებაში გადავიდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • ფარნა
    25 მარ 2020, 20:00

    ღირსეული საქციელი ყოჩაღ ბარსა