“ბარსელონას” 21-ე საუკუნის იმედგაცრუებებს შორის, ალექსანდრ გლებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ბელარუსი თავდამსხმელი “ბარსას” შემადგენლობაში 2008 წელს, 17 მილიონ ევროდ, არსენ ვენგერის “არსენალიდან” გადმოვიდა და იმედები ვერ გაამართლა.
გლები მიიჩნევს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდში წარუმატებლობა მხოლოდ მისი ბრალია.
“ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და არა გვარდიოლასი.
მან ყველაფერი გააკეთა, რომ კლუბსა და ქვეყანას მივჩვეოდი. ვნანობ, რომ ესპანური არ ვისწავლე და სულელივით ვიქცეოდი.
მე ვარსკვლავების გვერდით ვიყავი, ამ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში საოცარი იყო. გვარდიოლას ჰყავდა 11 ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობდა და გასაკვირი არაა, რომ არაფრის შეცვლა სჭირდებოდა.
შეცდომები დავუშვი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შესანიშნავი კარიერა მქონდა, ყველა კლუბთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებზე ვერ ვითამაშე”. – ციტირებს გლების სიტყვებს Marca.
38 წლის შემტევი “ბარსელონაში” 2008-12 წლებში ირიცხებოდა, თუმცა დროის უდიდესი ნაწილი იჯარით სხვა კლუბებში გაატარა. ბოლოს, ის ბელარუსის პრემიერ ლიგის გუნდ “ისლოჩში” ასპარეზობდა.

არადა როგორ მევასებოდა არსენალში, აწიოკებდა ფლანგს, თან სწრაფზე მეტად ჭკვიანი იყო. მეგონა როო პეპთან გამონახავდა საერთო ენას, ფლანგზეც შეეძლო თამაში და ნახევარდაცვაშიც, წესით კეიტას პონტი ეს უნდა გამხდარიყო, უნივერსალი ჭკვიანი მოთამაშე და სულ მიკვირდა რატო არაფერი გამოვიდა მარა ენა თუ არ ისწავლა ისე გვარდიოლას რას გაუგებდა. თორე ნიჭი ნამდვილად ქონდა.