ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ლა ლიგის იმ კლუბებს აკრიტიკებს, რომლებიც თავიანთ ფეხბურთელებზე კორონავირუსის ტესტებს ხარჯავენ.
ამჟამად, ესპანეთი კორონავირუსის აფეთქების ეტაპზეა. ქვეყანაში 1500-მდე ადამიანი დაინფიცირდა, 600-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ამის ფონზე, ესპანური კლუბები ჯანმრთელ ფეხბურთელებს ტესტებს უტარებენ, რაც რუბიალესს ანტიპატრიოტულ ქმედებად მიაჩნია.
“იმ დროს, როდესაც სასწორზე არაერთი ადამიანის სიცოცხლე დევს, ფეხბურთელების ტესტირება უადგილოდ მიმაჩნია. ეს ტესტები სხვა ადამიანებს სჭირდებათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, არაფერი იცვლება, რადგან თუ მას სერიოზული სიმპტიმები არ აქვს, მაინც სახლში უნდა დარჩეს. ასეთ პირობებში ფეხბურთელთა ტესტირება არაადექვატური და აბსოლუტურად ანტიპატრიოტული ქმედებაა.” – ციტირებს ლუის რუბიალესის სიტყვებს AS.
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ “ბარსელონას” არცერთ ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება. უცნობია, ჩაუტარდა თუ არა რომელიმე მათგანს ტესტირება.
გამოდის 40%ზე მეტი ეღუპებათ დაავადებულთაგან.ცუდია!როგორც ჩანს მედიცინაში მოიკოჭლებენ
აბა არ ჩაუტარონ ტესტირება? რეებს ბოდიალობს
დარწმუნებული იყავით რომ ყველა ფეხბურთელი ამ ტესტებს ჩაიტარებდა რადგან მათ ფინანსური შესაძლებლობა აქვთ ამიტომ სჯობდა ეს ტესტი იმ ადამიანებისთვის მიეცათ ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს. მე მაგალითად მივესალმები ვალიადოლიდის პრეზიდენტის განცხადებას რომელმაც ვარი თქვა ტესტებზე და ეს იმ ადამიანებს გადასცა ვისაც ეს არ შეეძლო. და ბოლოს იმ ადამიანებს უსვამ შეკითხვას ვისაც ეს განცხადება აფსურდი გონია არისთუ არა ანტიპატრიოტიზმი ის რომ მდიდრებს (ამ შემთხვევაში სპორცმენებზე მაქვს საუბარი) უფასოდ უკეთებენ ტესტებს ღარიბებს კი მასში ფულის გადახდა უწევთ
იზოლაციაში კი არიან მარა ტესტირებაც აუცილებელია,ხო უნდა დაიზღვიონ თავი.ბოდიალობს რაღაცას ეს.პატრიოტიზმის გამოვლენა სხვანაირადაც შეიძლება რო მოითხოვოს,კლუბსაც და მოქალაქეებსაც რო ჩაუტარდეს ეს მოითხოვოს
მე პირადად ვეთანხმები ამ კაცს.
რა სისულელე თქვა, პრევენციის მიზნით ჩაუტარეს და სწორადაც მოიქცნენ.