workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ უმტიტი “მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნეა

სამუელ უმტიტი “მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნეა

დღეს გავრცელებული ინფორმაციისთანახმად, “ბარსელონა” ზაფხულში სამუელ უმტიტის გაყიდვას გეგმავს. ფრანგ ცენტრალურ მცველს, რომელმაც კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი მუდმივი ტრავმების გამო ვერ დაიმკვიდრა, წესით, მსურველები არ მოაკლდება. 

უმტიტის შეძენის მთავარი მსურველი “მანჩესტერ იუნაიტედია” – Sport-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” შეთანხმების მიღწევას განსაკუთრებული ძალისხმევით ეცდებიან. 

“იუნაიტედის” კიდევ ერთი ვარიანტი “ნაპოლის” მცველი კალიდუ კულიბალია (რომლითაც, თავის მხრივ, “ბარსელონა” ინტერესდება), თუმცა, მისი ტრანსფერი უფრო ძვირი დაჯდება. 

უმტიტის გადაბირებით დაინტერესებული ლონდონის “არსენალიცაა”, მაგრამ მათ უპირატესობა არ ექნებათ. 

მიმდინარე სეზონში, 26 წლის ფეხბურთელმა “ბარსას” მაისურით სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 9-ჯერ ითამაშა. დაცვის ცენტრში ჟერარ პიკეს მეწყვილე, ძირითადად, კლემან ლანგლეა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • B.A.r.c.A
    schedule 17 მარ 2020, 11:22

    ვან ბისაკას არ მოგვცემენ თორე კაია

  • Kortes
    schedule 17 მარ 2020, 11:20

    Lindelofshi gaucvalon 😁😂😂😂😂😂

  • M10 S9 D11
    schedule 17 მარ 2020, 04:00

    60-70 მილიონ ნად უნდა მივყიდოთ და შკრინიარი მოვიყვანოთ

  • zura kapanadze
    schedule 17 მარ 2020, 01:12

    21 წლის ესპანელი მწვრთნელი ფრანსისკო გარსია, რომელიც „ატლეტიკო პორტადა ალტას“ ბავშვთა გუნდის მწვრთნელი გახლდათ, დღეს კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
    Mundo Deportivo-ს ცნობით, გარსია რისკის ზონაში იყო, რადგან იგი ონკოლოგიური ავადმყოფი გახლდათ. მას სულ ახლახანს სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული, რის შემდეგაც კორონავირუსი მწვავე პნევმონიაში გადაეზარდა. ახალგაზრდა სპორტსმენი სწორედ ამიტომ შეეშვა ფეხბურთის თამაშს და საქმიანობა სამწვრთნელო მიმართულებით განაგრძო.
    ფრანსისკო გარსიას ორგანიზმმა ამდენს ვერ გაუძლო და ყველაფერი ფატალურად დასრულდა.
    გარსია მალაგას ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის თავს კარგად გრძნობდა და ტელეფონით ოჯახის წევრებსაც ესაუბრა.
    შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება. ლა ლიგაში უკვე დაინფიცირდა „ვალენსიას“ 3 მოთამაშე – ეზეკიელ გარაი, ელიაკიმ მანგალა და ხოსე გაია.