როგორც ყოველთვის, მესი ამ სეზონშიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.
არგენტინელი არის ერთადერთი ფეხბურთელი წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში, რომელიც ყველა ჩამოთვლილ კატეგორიაში ხუთეულში შედის.
- გატანილი გოლები – 19 (მე-5 ევროპაში)
- საგოლე გადაცემები – 12 (მე-5 ევროპაში)
- შექმნილი მომენტები – 22 (მე-3 ევროპაში)
- წარმატებული დრიბლინგი მატჩში – 5,4 (მე-2 ევროპაში)
- ზუსტი პასების რაოდენობა
არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ლეო მესი ყველა აღნიშნულ კატეგორიას ულიდერებდა, რომ არა სეზონის სტარტზე ტრავმების გამო გამოტოვებული აგვისტო და სექტემბერი.
საბოლოო ჯამში, ყველა ტურნირზე, 32 წლის ფეხბურთელმა ჩატარებულ 31 შეხვედრაში 24 გოლი და 16 ასისტი მიითვალა.

რახან სოსიედადთან და რეალთან არ გაუმართლა და მომენტები ვერ გამოიყენა მაგიტომ აქვს გადასხმული თავზე? არ გეწყინოს მარა ლოგიკას ვერ მივხვდი
რამდენიმე მომენტში ზედმეტები მოინდომა და გაიმარიაჟა, ამას ვგულისხმომ მე და არა იმას რო არ გაუმართლა.
სად გინახავს მესი და მოედანზე ემარიაჟოს მართლა მოდაში შემოვიდა ამ საიტზე მესის კრიტიკა და დასხმა?
არაამქვეყნიური
რახან სოსიედადთან და რეალთან არ გაუმართლა და მომენტები ვერ გამოიყენა მაგიტომ აქვს გადასხმული თავზე? არ გეწყინოს მარა ლოგიკას ვერ მივხვდი
რა თქმა უნდა კვლავ საუკეთესოა❤❤❤❤
ძნელია შეედავო 🙄