“ლევერკუზენის” ნახევარმცველის, კაი ჰავერცის, მომავალთან დაკავშირებით “ბარსელონა” უკვე მრავალჯერ იყო ხსენებული. ახლახანს კი, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პიტერ ბოშმა, Algemeen Dagblad-ს განუცხადა, რომ მათთვის კაი ჰავერცის დატოვება შეუძლებელი იქნება: “მომდევნო ზაფხულს ჩვენ მას ვერ შევინარჩუნებთ”.
GGFN ციტირებს: “ეს ტრანსფერი 100 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს გუნდის მიერ ტალანტის განვითარებასა და შემდეგ მის გაყიდვას. სულ მცირე 100 მილიონით ჩვენს გუნდს მინიმუმ სამ პოზიციაზე გავაძლიერებთ.”
გერმანული სატელევიზიო არხის, Sport 1-ის მიხედვით “ბაიერნი”, პსჟ, “ლივერპული” და “ბარსელონა” გერმანელი ამომავალი ვარსკვლავით არიან დაინტერესებულნი.
ჰავერცი ახლახანს გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ბუნდესლიგაში 30 გოლი გაიტანა. ეს ყოველივე მან 20 წლისა და 270 დღის ასაკში მოახერხა, რითაც ლეგენდარულ კლაუს ფიშერს გადაასწრო.
კაი ჰავერცმა განსაკუთრებული განაცხადი გასულ სეზონში გააკეთა. 20 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ნახევარმცველი ასევე შთამბეჭდავია მიმდინარე სეზონში, 33 მატჩში მის ანგარიშზე 9 გოლთან ერთად 8 ასისტია.
გერმანელმა ვუნდერკინდმა უკვე 7 მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და 1 გოლის გატანაც მოახერხა.




არადა ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაშიიყო. ბოლოს ამხანაგურ თამაში ივენუსი ამო ნაყა😁 მაგრამ მაინც ჩაისვარა
ვინმემ დაითვალეთ უკვე რამდენი ფეხბურთელი ყავს ბარსას მიზანში ამოღებული? დავიჯერო ყველას მოიყვანენ? მაშინ ერთ-ორ ძირითადის სასტავს გავაკეთებთ და რათ გვინდა, ისევ ომი ძირითადისთვის და გაბრაზებულების ახალი გუნდების ძებნა?
მომკალით და არტური ვერ ჯდებარა ტიპი 60 წუთს ითამაშებსდა დადის მერე ვეღარ ქაჩავს ტემპს აგდებს დებეეკი უნდა მოიყვანონ ჰავერცი დეიონგი დებეეკი იქნება მომავლის სასწაული პროექტი
ძაან მაღალი დონის იგროკია მარა შემტევია ძაან და თან ჯერ ბუსისც გვაყვს ისე ჰავერტსი დე იონგი არტური 10 წლის პროექტია და ჩემი აზრით ამაზე უნდა იჩალიჩონ წელს თუ არა მეორე წელს
1 ლევერკუზენში დამიტოვეთ ეს ხელი არ ახლოთ, ამაზე ვართ აწყობილები
2. ბარსამაც თავი გაანებოს, არ გვაქვს ამისი ადგილი გუნდში
ხოო მარა ზოგი ჭირი მარგებელია მსგავსი რამ რომ ყველა გუნდს ემართება ეგ გარდაუვალია მრ კიდე რაღაც პონტში მისწორდება კიდეც რომ მაგით ოთხთვალას მოეხაზა და კიდე ბევრ მისნაირს მომავლიდან კიდე ახალი ბარსა მეიმედებანეიმარის გარეშე რა თქმა უნდა
წელს კარგად ვეღარ გამოიყურება. თან ძაალ შემტევია. ისეკი გაგვაძლიერენდა მარა ბაიერნში წავა
უმაგრესია,მაგრამ 100 ზედმეტად გაბერილი ციფრია.
ესეც ძაან მაგარი ბიჭია მარა 100 მილიონი რა ამბავია