“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, მალკომმა, თავი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გამოიჩინა. საშინაო მატჩში მისმა გუნდმა “ურალი” ანგარიშით 6-1 გაანადგურა. ბრაზილიელმა საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მალკომისთვის “ურალთან” მატჩი ამჟმინდელ კლუბში მხოლოდ მეექვსე იყო. 23 წლის ფეხბურთელმა გასული წლის აგვისტოში ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც 6 თვე გაუცდა.
ბრაზილიელი თებერვალში დაბრუნდა და მას შემდეგ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მალკომმა თავისი კარიერა თვითონ გაინადგურა