ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემის, Calcio Mercato-ს ცნობით, “ბარსელონა”, არაერთ ევროპულ გრანდთან ერთად, “ლიონის” ახალგაზრდა ფეხბურთელს აკვირდება.
რაიან შერკი, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული, თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და მიმდინარე სეზონში, ლიგა 1-ში, 12 მატჩი აქვს ჩატარებული. მან თავი 3 გოლითაც გამოიჩინა. ის “ლიონის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც ოფიციალურ მატჩებში გატანა მოახერხეს.
შერკის შეძენისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” მეტოქეები მადრიდის “რეალი” და “იუვენტუსი” იქნებიან.



იმედია დავითრევთ უმაგრესი ტალანტია თან მესისას ძალიან გავს ამის თამაშის სტილი👍🏻