workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ დასრულდება გადადებული ჩემპიონთა ლიგა?

როგორ დასრულდება გადადებული ჩემპიონთა ლიგა?

პარასკევს, UEFA-მ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, როდის ჩატარდება გადადებული მატჩები ან გამოვლინდება თუ არა საერთოდ გამარჯვებული. 

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელ ორგანოს ასეთი გეგმა აქვს: ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები აქამდე დათქმულ დროს, 27 და 30 მაისს ჩვეულებრივად უნდა ჩატარდეს. 

1/8-ფინალის დარჩენილი საპასუხო მატჩები, მათ შორის “ბარსელონას” შეხვედრა “ნაპოლისთან”, აპრილის დასაწყისში შედგება, ამის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, გუნდები ერთმატჩიან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალს ითამაშებენ. 

UEFA-ს 55 წევრი, სამშაბათს, ვიდეოშეხვედრას გამართავს და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 14 მარ 2020, 13:28

    ახლა მაინც ვერ დაგვიქამბექებენ

  • Laso
    schedule 14 მარ 2020, 13:17

    ერთმატჩიანი ცუდია ბარსა მაშინვე შეიძლება გავარდეს თუ სახლში არ იქნება

  • Bola
    schedule 14 მარ 2020, 12:36

    ნუ მაშინ მაყურებელი არ უნდა დაესწროს იმ ერთ თამაშიანებს. მოკლედ რა თქმა უნდა ეკენომიკას დაარტყა ყველაზე მეტად ამ ვირუსმა მაგრამ ჩვენთვის თვალში ყველაზე მეტად შესამჩნევი სპორტია. თან წელს იმდენი რამეა… ევროპა… კოპა… ოლიმპიადა. მოკლედ საწყენია.