კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების დრამატული მატების ფონზე, ესპანეთის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
დღეს დილით მადრიდში მოქალაქეებზე შეზღუდვების დაწესება გადაწყდა, მაღაზიები, ბარები და რესტორანები კი დაიხურა. ხვალიდან, სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გარდა, ფუნქციონირებას ყველა დაწესებულება შეწყვეტს.
რაც შეეხება კატალონიის რეგიონს, აქ სიტუაცია ნაკლებად სერიოზულია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ცნობებით, 4 209 შემთხვევაა დაფიქსირებული, ფატალურად კი 120 მათგანი დამთავრდა. კატალონიაში ამ შემთხვევებიდან 316 დადასტურდა.
“ბარსელონამ” უკვე გადაწყვიტა, რომ კლუბთან დაკავშირებული ყველა აქტივობა გადაიდოს, მათ შორის, სავარჯიშო სესიები. აპრილამდეა გადადებული ყველა მატჩიც.
ესპანეთში, იტალიის შემდეგ, ევროპაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ საგანგებო მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს და აპრილიდან სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი ისევ იქნება.

მზად არისო, რამოდენიმე ინსტანციის სანქცირებას ელოდებიან რომ წარმოებაში ჩაუშვანო. .