გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “ბარსელონასა” და “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, 5 000 იტალიელ გულშემატკივარს შეეხო: “ნაპოლის” ფანებს მატჩზე დასასწრები ბილეთი უკვე შეძენილი ჰქონდათ.
ბილეთის ფასი 70 ევრო იყო და ფანებს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდათ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, თანხა არ აეღოთ და სანაცვლოდ, ნეაპოლში მდებარე კოტუნიოს საავადმყოფოს კორონავირუსის დამარცხებისთვის ბრძოლაში დახმარებოდნენ.
ნეაპოლელებმა ქველმოქმედების მაგალითი კიდევ ერთი იტალიური კლუბის, “ატალანტას” ქომაგებისგან აიღეს, რომელთა გუნდმაც ესპანეთში, “ვალენსიას” წინააღმდეგ, ასევე ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშა.
“ბარსა”-“ნაპოლის” თამაში 18 მარტისტთვის არის დაგეგმილი, თუმცა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გაემგზავრებიან თუ არა იტალიელები კატალონიაში.

საღოლ ნეაპოლელებს
რაც მაგან სირცხვილი გვაჭამა კიდევ ნანობენ?
არ ვიცი, მარა მაინც მგონია რო წელსაც იგივრ დაგვემართება. და ვალვერდე კი არა მთლიანი გუნდია გასაყრელი
ღმერთო შენ უშველე კაცობრიობას და ჩვენს ცივილიზაციას!
🔥📰 EL Chiringuito: ბარსელონა ნანობს, რომ გაათავისუფლა ვალვერდე. სეტიენი დატოვებს გუნდს, თუ ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ❌