ცნობილმა ესპანელმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა, რომელიც კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის “რეალსა” და “ვალენსიაში” გაატარა, ლა ლიგის წლევანდელი გათამაშების საჩემპიონო ბრძოლა შეაფასა.
“ვინ გახდება ჩემპიონი? გააჩნია, რომლის თამაშს უყურებ. როცა “ბარსელონას” თამაშს ვუყურებ, მგონია, რომ “რეალი” მოიგებს, “რეალის” თამაშის ყურების დროს კი პირიქით”. – თქვა მან.
ტურნირის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, პირველ ადგილს “ბარსა” 58 ქულით იკავებს, “რეალს” კი 56 აქვს. მადრიდის “ატლეტიკოს”, რომელიც სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მოგებაზე მეტი ფრე აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის, მე-3 და მე-4 პოზიციებს კი “სევილია” და “ხეტაფე” იკავებენ.




ამას აქედანაც იმას უნდა და იქიდანაც? ჩამოყალიბდი :დდდდ
გააჩნია, რომლის თამაშს უყურებ. როცა "ბარსელონას" თამაშს ვუყურებ, მგონია, რომ "რეალი" მოიგებს, "რეალის" თამაშის ყურების დროს კი პირიქით". – თქვა მან.
============================================================
მე ბარსას ფორმიდან გამომდინარე თამაშს უფრო ვუსმენ ვიდრე ვუყურებ (ყურებაზე ნერვები მეშლება და გოლს თუ დაიყვირებს მივრბივარ და გამეორებას ვუყურებ, გოლით სიამოვნება კი უკვე იშვიათობა, სამწუხაროდ!
უზუსტესად ჩამოაყალიბა სათქმელი, ორივე გუნდის ფეხბურტელები უნდა გადააბა ერთმანეთზე და ყველაზე ღრმა ხევში გადაყარო იმ საზიზღარი ანტიფეხბურთის თამაშის გამო რასაც ისინი აჩვენებენ..
100% – იანი შეფასებააა.
დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში
ცოტა ცერცეტა კი იყო, პენალტს რო ურტყავდნენ საზიზღრად ექცეოდა დამრტყმელს წინ დაუდგებოდა და იმანჭებოდა, თან თვალებში უყურებდა სანამ მსაჯი არ გააფრთხილებდა, კარშიც დარტყმამდე კლოუნივით იქცეოდა ხელებს იქნევდა და ხტუნაობდა. მე მგონი ამ ტინგიცობამ დასაჯა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სადაც უკვე პირველ მეკარეობაზე ქონდა პრეტენზია. სახლში ვანაში ადეკალონის შუშის ბოთლი გაუტყდა და მერე ზედ ფეხიც დაადგა ისე რო ჭრილობა ძვლამდე ჩაუვიდა. ამის გამო გამოტოვა ჩემპიონატი.
დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში
კი ფეხბურთში ბევრჯერ ხდება როცა ვიღაც სათანადოდ არ ფასდება. ტოლდო ძალიან კარგი მეკარე იყო,მაგრამ ბუფონს შეეწირა.
აბა ტოლდო რა მაგარი იყო რა ბურთები აიღო ევრო 2000ზე გატეხილი ცხვირით. ძალიან მაგარი იყო. კანისარესიც მაგარი იყო მარა ოლივერმა დაჯაბნა იმ ფინალში
zustad!! 😀
უზუსტესი შეფასებაა :დ
ესე ზუსტად დაეხასიათებინოს წლევანდელი ლალიგა ვინმეს არ მახსოვს 😀 ბრავო
დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში
კი ფეხბურთში ბევრჯერ ხდება როცა ვიღაც სათანადოდ არ ფასდება. ტოლდო ძალიან კარგი მეკარე იყო,მაგრამ ბუფონს შეეწირა.
აი ამ მეკარეზე ვგიჟდებოდი 😍
დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში