workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრა: “ბარსელონასთვის” კარი არასდროს დამიხურავს

ბარტრა: “ბარსელონასთვის” კარი არასდროს დამიხურავს

სევილიური “ბეტისის” მიერ მადრიდის “რეალის” დამარცხებამ, “ბარსას” პირველი ადგილი შეუნარჩუნა.

პრესკონფერენციაზე ყოფილ კლუბთან დაკავშირებით, მარკ ბარტრას კითხვა დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა: “დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”? მე ახლა სრულად “ბეტისზე” ვარ კონცენტრირებული და თავს მშვენივრად ვგრძნობ, თუმცა “ბარსასთვის” კარი არასდროს დამიხურავს. “ბეტისთან” სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, სადაც მაღალი თანხაა მითითებული გამოსასყიდად, ეს ყოველივე სტაბილიურობის გრძნობას მიჩენს და აქაურობას უკვე საკუთარ სახლად მივიჩნევ.”

მიმდინარე სეზონში ესპანელმა მცველმა 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, მას “ბეტისთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
ცენტრალურმა მცველმა კატალონიური გრანდი მცირე სათამაშო დროის გამო 2016 წელს დატოვა და 8 მილიონ ევროდ დორტმუნდის “ბორუსიას” შეუერთდა. 2018 წელს კი 10.5 მილიონად ამჟამინდელ კლუბში აღმოჩნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • messi and iniesta
    schedule 10 მარ 2020, 00:48

    მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს წარმატებები

  • shu1987
    schedule 10 მარ 2020, 00:00

    ცუდი მცველი არ ხარ ნამდვილად მაგრამ შენი დაბრუნებით რა სეიცვლება არ ვიცი ? დაგაბრუნებენ როო ?