ბრაზილიელი მცველი, ემერსონი, რომელიც “რეალ ბეტისში” ანდალუსიური კლუბისა და “ბარსელონას” ერთობლივი ტრანსფერის შედეგად “ატლეტიკო მინეიროდან” გასული წლის იანვარში გადავიდა, “ბარსას” 2021 წელს უნდა შეუერთდეს.
თუმცა, არის შანსი, რომ კატალონიელებმა ემერსონი უფრო ადრეც დაიმატონ და ამაზე El Desmarque-სთან ინტერვიუში თავად ფეხბურთელი საუბრობს.
“ბეტისში” ვრჩები, რადგან კონტრაქტი მომდევნო წლის ივნისამდე მაქვს. ხალხი მეკითხება, “ბარსელონაში” გადავდივარ თუ არა და მე ვეუბნები, რომ ეს ჯერ არ უნდა მოხდეს.
სხვა საქმე იქნება, თუ “ბარსა” და “ბეტისი” ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწევენ. ეს კლუბებს შორის ხდება და პირადად მე არაფერი მეხება”.
არ ჩანს.ცუდი ბიჭი. სემედოს შეტევაში ჯობია. 3 გოლი 5 ასისტი აქ. ფიზიკურადაც ძლიერია. კიმიხის მყიდველები არ ვართ, არც არნოლდის და რობერტო რო აღარ ვნახო მარჯვნივ მოვიდეს 1წელი დავაჯახოთ სემედოს.
გაწიეთ აქედან ეს აყლაყუდა