“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, “ლეგანესთან” მატჩი (5-0) შეაფასა.
“ვალენსიასთან” მატჩთან შედარებით, თამაში ნამდვილად გავაუმჯობესეთ. კარგია, რომ ასე მოხდა, რადგან მომდევნო კვირას ახლა უფრო თავდაჯერებით შევხვდებით.
იმ ხუთ გოლთან ერთად, რომელიც გავიტანეთ, ყველაზე კარგი ის იყო, რომ ფეხბურთელების პოზიციები დავაზუსტეთ.
არ ვფიქრობ, რომ ახლა განლაგებასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს”. – განაცხადა ჰოლანდიელმა.




მშვენივრად ითამაშეს მარა სხვა ძლიერი გუნდი დაცვაში დაშვებულ შეცდომებს გამოიყენებდა და დასჯიდა გუნდს, იმედია გამოსწორდება , ისედაც ემსგავსება გუნდი გუნდს
ეხლა ლევანტეც უნდა ამოტენოთ ის 3-1 უნდა ამოვადინოთ
მე ვერ ვხვდები რა უნდა ლეოს ცენტრში? ეხლა უფრო მეტი მცველი ახვევია და არა აქვს ამას ის სისწრაფე რო ყველას ერთად გაექცეს, ცენტრიდან კარშიც არ არტყმევინებენ მინიმუმ ორი ფეხბურთელი ბლოკავს. მარჯვნივ უფრო კარგად გამოსდის თამაში და ამ სიბერესი ეხლა მაგის ფუნქციების შეცვლა დიდი სისულელე მგონია.
ტერ შტეგენი სემედუ პიკე უმტიტი ალბა ბუსკეცი დეიონგი არტურო მესი გრიზი და დემბოუზა და სწორი თამაშით და სწრაფი შეტევის რაციონალურად გამოყენებით ლიგაზე ანგარიშგასაწევი ძალა ვართ
მთავარი ეგაა, რომ არსებობს თამაშისადმი სწორი მიდგომა და იდეები რომლიც ეკუთნის გიგანტ ბარსელონას. ვინმე იტყვის რომ ლეგანესი არ არის ძალის საზომი, მაგრამ აბა რეალი და ლივერპული შენ მინდორზე ექსპერიმენტებს და ფოკუსნიკობას არ დაგაცდის. მათავარია ეგ ზუსტად აღნიშნული "სწორი პოზიციები" რომ ყველა ფეხბურთელისგან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი და დროდადრო ყველა ასპექტში დავიხვეწიბით ..
პოზიციები დავაზუსტეთო👍👍👍👍 რა ჭკვიანურად საუბრობს პატარა გენიოსი
კი არ იყო ცუდი მაგრამ მოწინააღმდეგესაც ქონდა გახსნილი კარის ხაზი რომ არა უზუსტო დარტყმები რამოდენიმე გოლს ჩვენც ვიგემებდით..