workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინგლისელმა ტალანტმა “ბარსელონას” იმედები ვერ გაამართლა: 17 წლის ცენტრფორვარდმა კლუბი დატოვა

ინგლისელმა ტალანტმა “ბარსელონას” იმედები ვერ გაამართლა: 17 წლის ცენტრფორვარდმა კლუბი დატოვა

ლუი ბარი, რომლის დამატებისთვის “ბარსელონას” საკმაოდ სერიოზული სატრანსფერო და ლეგალური ბრძოლის გადატანა მოუხდა, “ლა მასიაში” გადმოსვლიდან დაახლოებით 6 თვეში კატალონიიდან წავიდა. 

ინგლისელი ცენტრალური თავდამსხმელი 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ასტონ ვილაში” გადავიდა, რომელიც, ბრიტანული კლუბის აკადემიის მენეჯერის თქმით, მისი ოჯახის საყვარელი გუნდია. 

ბარიმ “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატში სულ 7 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე. როგორც გახსოვთ, “ბარსელონამ” ამ ტურნირზე “ინტერთან”, “დორტმუნდსა” და “სლავიასთან” 6-დან 5 მატჩი წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 24 იან 2020, 10:45
    #4

    ციტატა: Barcelona2003

    ციტატა: M10 S9 D11
    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს


    გარი ლინეკერი 1886-1889 😂


    საუკუნის წინ?

  • Barcelona2003
    schedule 24 იან 2020, 09:10
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს


    გარი ლინეკერი 1886-1889 😂

  • ROUCH
    schedule 24 იან 2020, 00:39
    #2

    მიხედავ თუ არა ეგრევე ტყობა რო ჩაიკუკავდა

  • M10 S9 D11
    schedule 24 იან 2020, 00:33
    #1

    როდის იყო ინგლისელს ბარსაში გაემართლებინოს