workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იბიცას” პრეზიდენტი: ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ღამის კლუბი

“იბიცას” პრეზიდენტი: ჩვენ საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ღამის კლუბი

ესპანეთის თასზე “ბარსელონას” პირველი მეტოქის, “იბიცას” პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა კატალონიური TV3-ის სპორტული პროგრამა, რომელმაც მატჩის ანონსისთვის “იბიცას” ლოგოს ნაცვლად კუნძულზე მდებარე ცნობილი ღამის კლუბის ლოგო გამოიყენა. 

მოგვიანებით, COPE-სთან საუბრისას, ამადეო სალვომ ტონი ცოტათი შეარბილა და მოახლოებულ შეხვედრაზეც ისაუბრა. 

“შეიძლება, ცოტა ზედმეტი მომივიდა… თუმცა ეს ჩვენს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იყო. ჩვენ სერიოზული საფეხბურთო კლუბი ვართ და არა ღამის კლუბი. ეს არ მომეწონა. 

წილისყრის შედეგით ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ეს ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო საჩუქარია. ვეცდებით, სტადიონზე ადგილები დავამატოთ და დასწრების საშუალება მეტ ადამიანს მივცეთ. 

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ კოპა დელ რეის ვერ მოვიგებთ, მაგრამ ჩემპიონატში ვიბრძვით და “ბარსელონასთან” შეხვედრა კარგი გამოცდილება იქნება”. – განაცხადა სალვომ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 15 იან 2020, 17:45

    ეს იბიცა მკიდია, აი გრანადამ კი სისხლი უნდა არწყიოს.

  • B.A.r.c.A
    schedule 15 იან 2020, 16:16

    Valverdem iset dgeshi chagvagdo Mets vegaravis vegadavebit

  • M10 S9 D11
    schedule 15 იან 2020, 16:06

    მართლა? პლიაჟი მეგონა მე

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 15 იან 2020, 15:48

    ამოგვტენიან გაბრაზებულზე joy joy stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye laughing laughing 👍👍👍👍

  • El pistolero 9
    schedule 15 იან 2020, 15:47

    სეტიენმა ახალგაზრდები უნდა მიუშვას.არაუხომ,პუჩმა,მორიბამ,პერესმა და ფატიმ უნდა ითამაშონ